x
მეტი
  • 27.01.2025
  • სტატია:139667
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512864
კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა
image


15 ივნისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, გამოვა ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის ბოლო, მე-8 ტომი, რომელიც კვებით ალერგიას ეხება.


კვებითი ალერგია რთული, მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში 220 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება და მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა. რამდენადაც სწრაფია მისი გავრცელების ტემპი, იმდენად დიდია ამ პრობლემისადმი საზოგადოების როგორც ინტერესი, ისე მღელვარების მიზეზი.


კვებითი ალერგია კონკრეტულ კვებით ალერგენზე არასასურველი რეაქციაა, რასაც უზრუნველყოფს იმუნოლოგიური მექანიზმები და იმ ადამიანს უვითარდება, რომელიც მგრძნობიარეა ამ კონკრეტული ალერგენის მიმართ.



ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მე-8 ტომი - „კვებითი ალერგია, საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა“ საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ, თუ რომელი საკვები პროდუქტები იწვევენ თქვენში ყველაზე მეტ დისკომფორტს. ასევე, უკეთესად გაერკვევით გასტროენტერიტთან, საკვების მიმართ შეუწყნარებლობასა და კვებით ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ისწავლით იმ სიმპტომების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებენ და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელი ანალიზების ჩატარების კუთხითაც დაკვალიანდებით. აქვე გაეცნობით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოთ და კერძები სათანადო წესების დაცვით მოამზადოთ, რითაც თავიდან აირიდებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხეს; გაეცნობით რეკომენდაციებსაც, რომელთა მეშვეობით საკვების მიმართ შეუწყნარებლობის მართვას შეძლებთ და მავნე პროდუქტების მოხმარებას თავიდან აირიდებთ.


„კვებით ალერგიაზე ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების დროულად ამოცნობის შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ ისეთი მძიმე ალერგიული რეაქცია, როგორიც ანაფილაქსიაა, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.


ამ ნაშრომიდან მკითხველი გაიგებს, როგორ ამოიცნოს დროულად კვებითი ალერგია თუ საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია, როგორ განასხვაოს ალერგიით განპირობებული საფრთხეები საკვების აუტანლობისგან, მიიღებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, გაეცნობა დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდების თავისებურებებს, პრევენციისა და მკურნალობის უახლეს გზებსა და პერსპექტივებს.


ეს წიგნი კარგი გზამკვლევია პაციენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. თანამედროვე და უახლესი ინფორმაცია ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს პრობლემისადმი ცნობიერების ამაღლებასა და განათლების მიღებაში, ჯანდაცვის პროფესიონალებს კი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, “ - მაია რუხაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.


წიგნის სპეციალური ფასია 6.50, გაზეთთან ერთად - 8 ლარი.


შეგახსენებთ, რომ "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი მთე­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის" არის სე­რია, რო­მე­ლიც მკი­თხველს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, რისკ-ფაქ­ტო­რებ­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, გამ­წვა­ვე­ბის მარ­თვა­სა და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0