x
image
ციცი
Mediator image
"მახსოვს ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით ,,ყველას მოვუჯოკრე-ს" როგორ ამბობდი!" ნოესა და ჯანეტის ერთი წლის იუბილე
image
ტელეკომპანია იმედის პროდიუსერი, ასევე "პრაიმშოუს" წამყვანი ნოე სულაბერიძე ერთი წლის წინ დაქორწინდა უმშვენიერეს და ულამაზეს ჯანეტ ქერდიყოშვილზე. წყვილს ქორწინებაში უკვე შვილიც ჰყავთ, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე თვის არის. ჩვილის სახეს ცოლ-ქმარი ჯერჯერობით არ აჩენს. უნდა ავღნიშნოთ, რომ ნოეს მანამდეც ჰყავდა ოჯახი და მას ჰყავს სხვა შვილებიც, რომელთანაც ჯანეტს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ამ ორი ულამაზესი და წარმატებული ადამიანის ურთიერთობა გარშემო ყველას ძალიან გაუხარდა. ჯანეტი ულამაზესი გოგონაა, რომელიც მის საქართველოს ტიტულს ატარებს, ნოე კი ძალიან წარმატებული და შემდგარი მამაკაცია. ეს წყვილი ძალიან ხშირად ჩნდება ეკრანზე და ჩაწერებზე ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ნოე ჯანეტს მუდამ თან ატარებს. 9 იანვარს წვილის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა, რაზეც ნოე სულაბერიძემ ინსტაგრამ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მოდით ვნახოთ როგორ მიულოცა მან თავის მეუღლეს ერთი ლამაზი წელი:

"მახსოვს, შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ ტაძარში როგორ გეჩქარებოდა, შენი ცხოვრების მთავარი საჩუქარი რომ მიგეღო!ისიც მახსოვს ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით "ყველას მოვუჯოკრე-ს" როგორ ამბობდი! მეც რა თქმა უნდა, როგორც შენი ცხოვრების საჩუქარი ძალიან ბედნიერი ვარ ამ უკვე ერთი წლით შენთან ერთად"

ჯანეტის პასუხმაც არ დააყოვნა: "იმდენი შენ რა გითხარი ჩემო საჩუქარო"

image


რა თქმა უნდა ნოეს ეს პოსტი გაჯერებულია იუმორით, მაგრამ ხალხში მაინც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბევრი ადამიანი თამამად წერს, რომ ჯანეტია ნოესთვის საჩუქარი და არა პირიქით.

0
846
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
846
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0