საზოგადოება "ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რომელი ჯგუფის სისხლს უწოდებენ "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას 2020, 28 მაისი, 15:57 ადამიანის სისხლის 4 ჯგუფი არსებობს - I, II, III, IV. სიცოცხლის მანძილზე ეს ჯგუფი არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იმავე ჯგუფის სისხლის გადასხმა, თუმცა შესაძლებელია სხვა, ოღონდ, მსგავსი რეზუს-ფაქტორიანი სისხლის გამოყენებაც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ოთხი ჯგუფის სისხლიდან ყველაზე იშვიათი მეოთხეა. ამ იშვიათობის გამო, თურმე, ხალხში მას სამეფო სისხლსაც უწოდებენ... თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელსაც სწორედ მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს. ლია გელიაშვილი ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ. გვეუბნება, რომ მისი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანთა რიცხვი ცოტაა: „ოჯახში მხოლოდ მე მაქვს მეოთხე ჯგუფის სისხლი, ის არც დედას და არც მამას ჰქონია. ჩემი სისხლი ჩემს შვილებსაც კი არ გამოჰყვათ. ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ ჯგუფის შესახებ, მაგრამ ასე ვიცი, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლს ქრისტეს სისხლს, ყველაზე ახალგაზრდას და იშვიათს ეძახიან... სულ მინდოდა დონორი ვყოფილიყავი, მაგრამ ბავშვობაში „ბე ჰეპატიტი“ მაქვს გადატანილი და რამდენჯერაც ამის სურვილი გამოვთქვი, სპეციალიტებისგან იმდენჯერ უარი მივიღე“. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორი მარინა სრესელიც მათივე ცენტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გვიდასტურებს, რომ სისხლის მეოთხე ჯგუფი მართლაც იშვიათია - „ჩვენი ყველა დონორის სისხლის ჯგუფი, რეზუსი განსაზღვრული და აღრიცხულია. გეტყვით, რომ ჩვენთან ამ ჯგუფის დონორთა დენადობა დიდი არ არის და არც სტაციონარებიდანაა ამ სისხლზე დიდად მოთხოვნა. სტაციონარებთან ხელშეკრულებები გვაქვს დადებული და საჭიროებისას, გარკვეული სისხლის ჯგუფის მიხედვით, სისხლის მარაგის შექმნა ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი მართლაც იშვიათობაა“, - აღნიშნავს ქალბატონი მარინა, ხოლო თუ რა განაპირობებს მის იშვიათობას, ამაზე პასუხი თითქმის არ არსებობს - „ეს ჯგუფი ნამდვილად ინდივიდუალურია... საერთოდ, ადამიანი რა ჯგუფის სისხლითაც იბადება, იმ ჯგუფით კვდება... ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყურადღება ხშირად იმას მიუქცევია, რომ - მეგრელ დონორებს უმეტესად პირველი დადებითი აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეგრელს პირველი დადებითი აქვს. მათში სხვა დანარჩენი ჯგუფებიც ფიქსირდება. ადამიანებს სისხლის ჯგუფობრიობა გენეტიკურად, შთამომავლობით გადმოეცემათ - დედის და მამის მხრიდან... რაც შეეხება რეზუსს, უარყოფითს დადებითი ჭარბობს, ისე კი, მეორე დადებითი სისხლი ჩვენში უფრო მეტს აქვს“, - აღნიშნავს რესპონდენტი. - საჭიროების შემთხვევში, მეოთხე ჯგუფს მეოთხეს გარდა, კიდევ რომელი ჯგუფი აწვდის სისხლს? - ადრე პირველი ჯგუფის სისხლი ესხმებოდა სხვა დანარჩენს, მაგრამ ახლა თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, ჯობია, ჯგუფი ჯგუფზე წავიდეს. დიდი პროცენტით სასურველია, რომ მეოთხეს მეოთხე გადაესხას. ხოლო თუ გამოუვალი მდგომარეობაა და იმ წუთში არ არის სხვა ჯგუფის სისხლი, მაშინ შეიძლება, პირველი უარყოფითი გადაესხას. - მეოთხე ჯგუფის მქონე ადამიანები რაიმე ქრონიკული დაავადებებით ხომ არ გამოირჩევიან? - არა, სისხლის ჯგუფობრიობა რაიმე პათოლოგიის განმსაზღვრელი არ არის. ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ამა თუ იმ დაავადების მატარებელი. ისე არ არის, რომ რომელიმე ჯგუფის სისხლი იცავს, ან პირიქით, რაიმე ტიპის პათოლოგიის წარმოქმნას უბიძგებს. - არსებობს, მოსაზრება - თითქოს პირველი ჯგუფის სისხლი „ცისფერ სისხლად“ მიიჩნევა. ამაში რას გულისხმობენ? - ამაზე ვერაფერს გეტყვით... ისე, პირველ ჯგუფს არიულს ეძახიან და ამას უმეტესად მეგრელები ამბობენ ხოლმე, როგორც ჩანს, ასე უნდათ, რომ იყოს. საერთოდ კი, ნებისმიერი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი კუთხის და წარმომავლობის ადამიანს. - მეოთხე ჯგუფის სისხლს „სამეფო სისხლს“ უწოდებენ - ბაგრატიონებს ჰქონდათო... - ამაზე სპეციალისტმა პასუხი რომ გაგცეთ და ეს საკითხი შევაფასოთ, მაშინ ხელთ უნდა გვქონდეს ბაგრატიონების ხაზის სისხლის ჯგუფობრიობა... განაგრძეთ კითხვა <<< 1029 2-ს მოსწონს
|