სხვა დაუჯერებელია, მაგრამ ეს 10 ნივთი რადიოაქტიურია 2020, 27 მაისი, 17:34
ჩვენ ყველამ ვიცით რადიაციის წყაროებზე, ატომურ ელექტროსადგურებზე, ბირთვულ იარაღებზე და ა. შ. მაგრამ არსებობს ნივთები, რომლებსაც საკუთარი რადიოაქტივობა აქვთ, ჩვენ კი ეს არ ვიცით.
1. ბრაზილიური თხილი დამტკიცებულია, რომ ეს პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე რადიოაქტიურია მსოფლიოში. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ თხილის მცირე დოზით მიღებისას, ადამიანის შარდი და განავალი რადიოაქტიური ხდება. ამის მიზეზი მარტივია, ბრაზილიური თხილის ხის ფესვები იმდენად ღრმად აღწევს მიწაში, რომ რადიუმის დიდ დოზას შეიწოვს, რადიუმი კი, თავის მხრივ რადიაციის ბუნებრივი წყაროა.
2. ნიუ იორკის რკინიგზის სადგური ალბათ, ყველამ იცის, რომ ნიუ იორკის რკინიგზის სადგური ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგურია მსოფლიოში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი კედლები გრანიტის მეშვეობითაა აშენებული, გრანიტი კი ბუნებრივ რადიაციას აკავებს. დამტკიცებულია, რომ სადგურის რადიაციის ნორმა ყველა დაშვებულ ნორმას აღემატება და შეიძლება გაუთანაბრდეს რადიაციის იმ დონეს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები გამოყოფენ.
3. ქალაქი დენვერი
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალ სიმაღლეზე ადიხართ, მით უფრო დიდ კოსმოსურ დასხივებას იღებს თქვენი ორგანიზმი. დენვერი კი ზღვის დონიდან 2 კილომეტრზე მდებარეობს. ამიტომაც, ქალაქის ამ მაცხოვრებლები ორჯერ მეტ რადიაციას იღებენ, ვიდრე სხვა დანარჩენი ქალაქების მცხორებლები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალი აქვს.
4. გასასვლელის მანიშნებლები ყველას გვინახავს გასასვლელის მანიშნებლები თუნდაც მეტროში, მაშინაც კი, როდესაც ელექტრობა არ არის, ისინი მაინც ანათებენ. ეს ყველაფერი კი წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპის წყალობითაა შესაძლებელი. ამიტომ, თუკი მანიშნებელი გატყდა, წყალბადის იზოტოპები გადმოიფრქვევა და მთელი შენობის დაინფიცირებაა შესაძლებელი.
5. ქვიშა კატის ტუალეტისთვის ქვიშა, რომელსაც შინაური ცხოველისთვის არის განკუთვნილი, ბენტონიტის თიხას შეიცავს, მას კი თავის მხრივ დიიდ დასხივება აქვს, ამიტომაც საშიშია როგორც ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვისაც. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უკვე გამოყენებულ ქვიშას ყრიან, მას ნიადაგი შეიწოვს და დასხივებამ კი შეიძლება გრუნტის წყლებამდე მიაღწიოს.
6. ბანანი დიახ, ბანანს რადიოაქტივობა გენეტიკურ კოდში აქვს, მაგრამ იმისათვის რომ რაიმე ზიანი მოგაყენოთ, დაახლოებით 5 000 000 ნაყოფი მაინც უნდა შეჭამოთ.
7. გრანიტის მაგიდა როგირც ზევით აღინიშნა, გრანიტი ბუნებრივ რადიაციას აკავებს.
8. სიგარეტი სიგარეტი რა თქმა უნდა ისედაც მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ცნობილია რომ ის ონკოლოგიურ და სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთი სიგარეტის შემადგენლობაში პოლონიუმის მასალა - 210 შედის, ამ ნივთიერების რადიოაქტიური იზოტოპი კი თამბაქოს ფოთლებში შედის მცირე რაოდენობით.
9. ძველი კერამიკა და მინა სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ 1960 წლამდე გამოშვებული კერამიკის და მინის ჭურჭელი რადიოაქტიურია. განსაკუთრებით კი წითელი და ნარინჯისფერი ჭურჭელი, რომელიც ურანს შეიცავს/ სწორედ ამ ნივთიერებით ამზადებდნენ საფარს ჭურჭლისათვის იმ დროს.
10. პრიალა ქაღალდი პრიალა ქაღალდი სხვადასხვა ჟურნალისთვის უფრო ელეგანტურად გამოიყურება, და შესაბამისად გაყიდვებიც დიდია. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს. პრიალა სახის მისაცემად იყენებენ კაოლინს, ის კი თეთრი თიხის ერთ-ერთი სახეობაა. ის შეიცავს ისეთ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ურანი და თორიუმი. 736 შეფასება არ არის
|