x
image
beko777
ბესო ჩუბინიძის სულისშემძვრელი მიმართვა „2020 წლის ბოლო ზარის ახალგაზრდებს“
imageდღის განმავლობაში ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და მიმელოცა თუ არა „2020 წლის ბოლო ზარის ბავშვებისთვის“ ეს დღე, - ბოლო წუთებზე გადავწყვიტე მაინც მეთქვა ეს აუცილებელი სათქმელი

- ჩემო ჯიგარო, გემრიელო, თბილო, ჭკვიანო, პატრიოტო და ღირსეულო უმრავლესობავ იმ ახალგაზრდობისა, რომლებმაც დღეს ოფიციალურად დაამთავრეთ სკოლის 12 კლასი და წესით, ახალ ცხოვრებაში შესვლის დღეებს უნდა გილოცავდეთ, არ მინდა მოგატყუოთ და ის გითხრათ, რომ მოსალოცად გაქვთ საქმე, განა იმიტომ რომ პანდემიაა სამყაროში, კატასტროფაა და ეკონომიკასთან ერთად ქვეყანაც ინგრევა... არა! ამიტომ არა ჩემო მაგარო ბიჭებო და გოგონებო! იმიტომ, რომ თქვენ ახლა მინდა იცოთეთ, თუ რა საპასუხისმგებლო მისია დაგეკისრათ; უნდა იცოთ, რომ ახალი სამყაროს, ახალი მსოფლიოს აშენება მოგიწევთ ზუუუსტადაც, რომ თქვენ! უნდა იცოდეთ, რომ ახლა თქვენ უნდა დაიწყოთ თითო-თითო აგურის დადება, ახალი საქართველოს მშენებლობაში.

1992 წელს, როცა მე დავამთავრე რუსთავის #1-ლი გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის ჯგუფი (კლასი) მაშინ, მეც და ყველ ჩემმა თანატოლმა და მეგობარმა ვიცოდით, რომ ახალი საქართველოს მშენებლები ჩვენ ვიყავით, დიახ, დიახ - ჩვენ, ის 16-17 წლის ბავშვები რომლებმაც დღემდე მოგიტანეთ ეს საქართველო <3 ჰო, მაშინ იყო თუ იყო დანგრეული და განადგურებული ეკონომიკა, მაშინ ოყო თუ იყო ომი, ცეცხლი, ნგრევა და ბოროტება, მაგრამ ხომ ხედავთ რომ ჩვენ, მე და ჩემმა თაობამ მოგიტანეთ დღემდე საქართველო ისეთი როგორიც არის!

არ დაუჯეროთ ბავშვებო იმ ხალხს, ვინც ჩემს თაობას ნგრევასა და განადგურებაში ადანაშაულებს, არ დაუჯეროთ, რადგან ისინი მაყტყუარები არიან, მათ არც ისტორია იციან თანამედროვე საქართველოსი, არც ღირსება გააჩნიათ, არც პატრიოტიზმი და არც ერთგულება არ იციან რას ნიშნავს თავიანთი ქვეყნისა, ისინი უბრალოდ - ცარიელი ენები არიან, ჩემო ღირსეულო ახალგაზრდებო!


დიახ, მე და ჩემმა თაობამ მოგიტანეთ და შეგინახეთ ამ 30 წლის განმავლობაში საქართველო, ავად თუ კარგად, პრობლემებით თუ უპრობლემოდ, მაგრამ - ღირსეულად, სისხლით, ბრძოლით და შრომით! <3 არ დაიჯეროთ, რომ ეს რომელიმე თქვენთვის ცნობილი სახელის და გვარის პოლიტიკოსის დამსახურებაა, არ დაიჯეროთ რადგან - ჩვენ, ჩვენ დაგვაქვს მხრებით ეს ქვეყანა და არა მათ! ხელისფლებები იცვლებიან, მიდიან და მოდიან, მაგრამ საქართველოს ერთგული ხალხი - ვრჩებით...

ხოდა ჩემო „2020 წლის ბოლო ზარელებო“, ვერ მოგილოცავთ ვერაფერს, რადგან დღეს თქვენს მხრებზეა ამ ქვეყნის მომავალი, რომელიც გლობალურ კატასტროფაში მოყვა, ეკონომიკური და სხვა უმარავი პრობლემებით, რომელიც დღეს ჩანს და სამწუხაროდ, ხვალ კიდევ უფრო ბევრი გამოჩნდება...

არ შეგეშინდეთ! ხელები არ ჩამოუშვათ! პანიკაში არ ჩავარდეთ, მობილიზდით და უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ გაიაზრეთ ერთი რამ - ეს, ვირტუალური სამყარო არაა, სადაც ერთი F5 კლავიშის გამოყენების შემდეგ, ყველაფერს ახლიდან დაიწყებთ, ეს რეალური სამყაროა, სადაც თქვენ ცოცხლობთ, თქვენს მშობლებთან და ახლობლებთან ერთად! რეალობა და არა ვირტუალიზმი!

დღეს 2020 წელია - ახალი საქართველოს მშენებლებო! მე თქვენს გვერდით ვარ და როგორც ყოველთვის, მომავალშიც სიცოცხლის ფასად დაგიცავთ, არ შეგეშინდეთ ბრძოლის! ბრძოლა კი - მოგიწევთ, თუ რეალურ სამყაროში ცხოვრება გინდათ! ბრძოლა გარე და შიდა მტრის წინააღმდეგ, რომლებიც ლამაზად შეფუთულ „კანფეტებს“ უხვად შემოგთავაზბენ, ფარისევლურად გვერდში დგომას დაგპირდებიან და თქვენი თვითდამკვიდრებისა და თავისუფლებისთვის „იომებენ“.... არ შეცდეთ, ადამიანებს მხოლოდ იმის მიხედვით მოუსმინეთ და დაუჯერეთ, თუ რა გაუკეთებიათ მათ თქვენი ქვეყნისთვის წარსულში და არა, იმისთვის თუ - რას გპირდებიან ისინი სიტყვით მომავალში..!

მოგესალმებით ბავშვებო რეალურ საქართველოში F5 კლავიშის გარეშე...

პატივისცემით თქვენი ძმა ბესო ჩუბინიძე

0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0