საზოგადოება ბესო ჩუბინიძის სულისშემძვრელი მიმართვა „2020 წლის ბოლო ზარის ახალგაზრდებს“ 2020, 21 მაისი, 0:51 ![]() დიახ, მე და ჩემმა თაობამ მოგიტანეთ და შეგინახეთ ამ 30 წლის განმავლობაში საქართველო, ავად თუ კარგად, პრობლემებით თუ უპრობლემოდ, მაგრამ - ღირსეულად, სისხლით, ბრძოლით და შრომით! <3 არ დაიჯეროთ, რომ ეს რომელიმე თქვენთვის ცნობილი სახელის და გვარის პოლიტიკოსის დამსახურებაა, არ დაიჯეროთ რადგან - ჩვენ, ჩვენ დაგვაქვს მხრებით ეს ქვეყანა და არა მათ! ხელისფლებები იცვლებიან, მიდიან და მოდიან, მაგრამ საქართველოს ერთგული ხალხი - ვრჩებით... ხოდა ჩემო „2020 წლის ბოლო ზარელებო“, ვერ მოგილოცავთ ვერაფერს, რადგან დღეს თქვენს მხრებზეა ამ ქვეყნის მომავალი, რომელიც გლობალურ კატასტროფაში მოყვა, ეკონომიკური და სხვა უმარავი პრობლემებით, რომელიც დღეს ჩანს და სამწუხაროდ, ხვალ კიდევ უფრო ბევრი გამოჩნდება... არ შეგეშინდეთ! ხელები არ ჩამოუშვათ! პანიკაში არ ჩავარდეთ, მობილიზდით და უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ გაიაზრეთ ერთი რამ - ეს, ვირტუალური სამყარო არაა, სადაც ერთი F5 კლავიშის გამოყენების შემდეგ, ყველაფერს ახლიდან დაიწყებთ, ეს რეალური სამყაროა, სადაც თქვენ ცოცხლობთ, თქვენს მშობლებთან და ახლობლებთან ერთად! რეალობა და არა ვირტუალიზმი! დღეს 2020 წელია - ახალი საქართველოს მშენებლებო! მე თქვენს გვერდით ვარ და როგორც ყოველთვის, მომავალშიც სიცოცხლის ფასად დაგიცავთ, არ შეგეშინდეთ ბრძოლის! ბრძოლა კი - მოგიწევთ, თუ რეალურ სამყაროში ცხოვრება გინდათ! ბრძოლა გარე და შიდა მტრის წინააღმდეგ, რომლებიც ლამაზად შეფუთულ „კანფეტებს“ უხვად შემოგთავაზბენ, ფარისევლურად გვერდში დგომას დაგპირდებიან და თქვენი თვითდამკვიდრებისა და თავისუფლებისთვის „იომებენ“.... არ შეცდეთ, ადამიანებს მხოლოდ იმის მიხედვით მოუსმინეთ და დაუჯერეთ, თუ რა გაუკეთებიათ მათ თქვენი ქვეყნისთვის წარსულში და არა, იმისთვის თუ - რას გპირდებიან ისინი სიტყვით მომავალში..! მოგესალმებით ბავშვებო რეალურ საქართველოში F5 კლავიშის გარეშე... პატივისცემით თქვენი ძმა ბესო ჩუბინიძე 341 1-ს მოსწონს
|