განათლება უკანასკნელი ძველი ცივილიზაციის განადგურების თარიღი უკვე ცნობილია 2020, 6 აგვისტო, 9:27 არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ადამიანის ყველაზე უძველესი ნაშთების ასაკი 190 ათასი წელი არის. უკანასკნელი, 2 საუკუნის მანძილზე, ჩვენი ცივილიზაციის 5-მა თაობამ, აგრარული ეპოქიდან — ინდუსტრიალიზაციის მოდელამდე განვლო გზა და კოსმოსშიც გავიდა. ახლა წარმოვიდგინოთ, ამ ყველაფერს თუ ხუთმა თაობამ მიაღწია, რის გაკეთებას შეძლებდა, 190 ათასი წლის მანძილზე შეცვლილი 8 ათასი თაობა?!.. და აქ ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვ: რას აკეთებდა ჩვენი წინამორბელი ცივილიზაცია (ცივილიზაციები), მთელი ამ პერიოდის მანძილზე?
უკვე ახლა, გლობალური დათბობის გამო, პლანეტის ზოგიერთ რეგიონში, მყინვარების დნობის ადგილებზე, აღმოჩენილია არა მარტო ძველი სუბსტრატი, არამედ ფაუნის კარგად შემონახული ნამარხები! ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ცხოველების ნაშთები, უმეტეს შემთხვევაში, საშინლადაა დასახიჩრებულია. ხოლო, მათ კუჭში აღმოჩენილი მოუნელებელი საკვები, დაღუპვის მოულოდნელობაზე მიუთითებს. იმის მტკიცებულებად, რომ ერთ დროს, აყვავებული და შემდგომში, განადგურებული ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ, უძველესი არქიტექრურული ნაგებობებიც გამოდგება. დღეს კოლონიალური ეპოქიდან ბევრი ლამაზი, დიდებული ნაგებობაა შემორჩენილი, სვეტებით და ნაკვეთი ფასადებით. ითვლება, რომ დიდმა ევროპულმა სამყარომ, პლანეტის ცალკეულ კუთხეში, მონუმენტური ტაძრების და სასახლეების აშენებით, იმ ადგილებში კულტურა და ხელოვნება შეიტანა! მაგრამ, რა ვთქვათ რეგიონებზე, სადაც ჩვენი ისტორიული მეხსიერების მანძილზე, დასახლება არასდროს ყოფილა და მსგავსი ნაგებობები იქაც მდებარეობს?! პლანეტის მასშტაბით, უამრავი ასეთი არტიფაქტია აღმოჩენილი, რაც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი შორეული წინაპრები, ერთიან დიდ სახელმწიფოში თუ არ, ერთმანეთთან აქტიურ კონტაქტში მაინც ცხოვრობდნენ... მყინვარების კერნების (ქანის ნიმუშები) შესწავლის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, დაახლოებით, 12 800 წლის წინ მოხდა, რაც მათი აზრით, დედამიწის ხმელეთის მასობრივი დატბორვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. სავარაუდოდ, უძველესი პროტოცივილიზაციის განადგურება სწორედ მაშინ მოხდა. ხოლო, ვინც გადარჩენა მოახერხა, სიცოცხლისთვის დაიწყო ბრძოლა და გაანვითარებაში რეგრესი განიცადა — როდესაც ყინულის უზარმაზარი ბელტი, ერთიან მასივს სწყდება და თავის გზაზე ყველფერს მიწასთან ასწორებს, იქ უკვე განითარებაზე და განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხოლო, იმის მტკიცებულებას, რომ ერთ დროს, დედამიწაზე მყინვარების «ბატონობის» ეპოქა იყო, ბევრ ქვეყანაში, ნიადაგის სიღრმეებში აღმოჩენილი, 2 მეტრის სიმაღლის, ლამის ფენა წარმოადგენს.
* ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა * პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს * ადამიანი ძველ ეგვიპტეში მხოლოდ «საერთო სურათის» დანამატი იყო 573 6-ს მოსწონს
|