კულტურა გასაოცარი ანამორფული ილუზია სეულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს 2020, 19 მაისი, 18:36 სეულის ქუჩაში დამონტაჟებული გიგანტური ეკრანი გამოიყურება, როგორც უზარმაზარი აკვარიუმი, რომელშიც წყლის ტალღები მოძრაობს. სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ ანამორფული გამოსახულებაა, ანუ ოპტიკური ილუზია, საოცრად რეალური და შთამბეჭდავი. მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ამ საოცრების დამპროექტებელი და შემქმნელი კორეული კომპანია d’strict-ია, რომლის ფუნქციას წარმოადგენს DOOH (Digital out-of-home) ფორმატის ვიზუალური კონტენტის შექმნა. კერძოდ, კომპანია ქმნის DOOH - მედიას, რომელიც განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კლუბებში, სტადიონებზე და ასე შემდეგ. კომპანიის უახლესი ქმნილება ანამორფული ილუზია WAVE (ტალღა) განთავსებულ იქნა DOOH COEX K-POP SQUARE-ზე, ყველაზე დიდ სარეკლამო ეკრანზე სეულში. მისი სიგანე 80, 1 მეტრია, ხოლო სიგანე 20, 1 მეტრი. ნახეთ ვიდეო და დატკბით სამხრეთკორეელი დიზაინერების მიერ შექმნილი ამ გასაოცარი ოპტიკური ილუზიით. 843 8-ს მოსწონს
|