საზოგადოება ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს 2020, 13 მაისი, 12:37 კორონავირუსის გამო უკვე თვეებია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც დაკეტილია ბარები, რესტორნები, შეჩერებულია სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობა, დაკეტილია ტანსაცმლის მაღაზიებიც. როგორც აღმოჩნდა დიდი ხნის განმავლობაში მაღაზიების დაკეტვის შედეგად ტყავის სამოსი, ფეხსაცმელები და ჩანთები დაზიანდა და მათ ობი მოედო... იხილეთ ფოტოები <<< ასე მოხდა მალაიზიაში, სადაც ორთვიანი კარანტინის შემდეგ, ტყავის საქონელი ერთ-ერთ მაღაზიაში პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს "ფეისბუქში“ ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებზე აღბეჭდილია ობისგან დაზიანებული ტყავის ფეხსაცმელი, ჩანთები და სხვა სამოსი. "საქონელი სრულად დაზიანებულია მას შემდეგ, რაც ორი თვე მაღაზია დაიკეტა“- წერს პოსტის ავტორი. პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას უკვე 46 ათასი გაზიარება აქვს. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავნო კორონავირუსმა და ვირუსის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა ბიზნეს-სექტორს... იხილეთ ფოტოები <<< 272 2-ს მოსწონს
|