განათლება ოსმალთა დაპყრობები 2020, 2 მაისი, 21:30 ოსმალთა იმპერიის ოქროს ხანად ითვლება სულთან სულეიმან I-ის მმართველობა (1520- 1566). სულეომანს ევროპელები ბრწყინვალეს, ხოლო თურქები კანუნის (კანონმდებელს ) უწოდებდნენ. მან შექმნა ოსმალეთის ახალი სამართლებრივი სისტემა. საკანონმდებლო რეფორმები შეეხო საზოგადოებრივ ცხოვრებას, საგადასახადო სისტემას, განათლებას, სისხლის სამართლის სფეროს. მისი კანონების კრებული საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა ოსმალეთის იმპერიაში. სულეიმანი სისასტიკით ცნობილი მამისგან ბევრად განსხვავდებოდა. მან კარგად გააცნობიერა ევროპელებთან ვაჭრობის მომგებიანობა და 1521 წელს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ვენეციასთან. ამ ხელშეკრულებით ვენეციელებს ეძლეოდათ ოსმალეთის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება და უსაფრთხოების გარანტიები. ორ მხარეს შორის რეგულარულად იცვლებოდა დიპლომატიური მისიები. სულეიმან პირველმა არაერთი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა . 1522 წელს ოსმალებმა დაიპყრეს კუნძული როდოსი, რამაც ხმელთაშუა ზღვაზე პოზიციების გამყარებისა და ჩრდილოეთ აფრიკის, ტრიპოლისა და ალჟირის შემოერთების საშუალება მისცათ. 1526 წელს ოსმალებმა მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხეს უნგრელები. ამის შემდეგ საუჯუნეზე მეტ ხანს, უნგრეთი და ასევე ცენტრალური ევროპის რამდენიმე რეგიონი ოსმალეთის სამფლობელოებში მოექცა. 1529 წელს ოსმალებმა ვენაზეც მიუტანეს იერიში, მაგრამ ცივმა ზამთარმა მათ ხელი შეუშალეს ქალაქის აღებაში. ოსმალეთის ფლოტი გაბატონებული იყო ხმელთაშუა ზღვაზე. 1538 წელს პრევეზას ბრძოლაში ოსმალთა ფლოტმა ყოფილი ალჟირელი მეკობრის, ჰეირადდინ ბარბაროსას მეთაურობით დაამარცხა ევროპელთა ფლოტი, რომელსაც იტალიელი ანდრეა დორია სარდლობდა.
აღმოსავლეთით ირანთან ქიშპი დროებით დასრულდა 1555 წელს ამასიის საზავო ხელშეკრუკებით. ამ ზავით ორმა იმპერიამ სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო, ორად გაიყვეს. თუმცა საუკუნის ბოლო მეოთხედში, სეფიანთა სახელმწიფოს დასუსტების შენდეგ, კავკასიაში ისევ ოსმალებმა იძალეს . ირანმა მოგვიანებით ძალა მოიკრიბა და 1639 წელს ორ ქვეყანას შორის დაიდო ახალი ზავი, რომელიც თითქმის იმეორებდა ამასიუს ზავის პირობებს.
აღსანიშნავია რომ დაპირისპირებული ევროპული სახელმწიფოებიცდილობდნენ ისმალეთის გამოყენებას მეტოქის წინააღმდეგ. მაგალითად, საფრანგეთმა კავშირი შეკრა ოსმალეთთან ავსტრიის მმართველ ჰაბსბურგების საგვარეულოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ავსტრია ოსმალეთის იმპერიის უშუალო მეზობელი იყო და მასთან დაპირისპირების პირობებში ოსმალებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ მხარდაჭერა . ამ მხრივ საფრანგეთი საუჯეთესო კანდიდატურას წარმოადგენდა . საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის კონტაქტები 1483 წლიდან დაიწყო. თუმცა ურთიერთობებს არ მოჰყოლია რეალური შედეგი და ალიანსის შექმნა, მაგრამ საფრანგეთმა შეძლო გარკვეული პრივილეგიების მოპოვება ოსმალეთის იმპერიაში. 1535 წელს ორ ქვეყანას შორის დაიდო “მშვიდობის, მეგობრობის და ვაჭრობის " ხელშეკრულება. სულთნის ქვეშევრდომებს საფრანგეთში და საფრანგეთის ქვეშევრდომებს ოსმალეთში მიეცათ უფლება თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე და ევაჭრათ. მათი დაცვა ევალებოდათ ადგილობრივ ხელისუფალთ. საფრანგეთს ამიერიდან მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდა კონსტანტინეპილში და კონსული ალექსანდრიაში. (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) 408 3-ს მოსწონს
|