კულტურა ქრისტეს აღდგომის ტაძარი პუტინის და სტალინის გამოსახულებით მოირთვება 2020, 28 აპრილი, 11:56
მოსკოვში ოდინცოვის რაიონში ქრისტეს აღდგომის ტაძარში ანუ იგივე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ეკლესიაში გაცხოველებული სამუშაოები მიდის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს უნდა დასრულდეს., თუმცა საზეიმო გახსნა დიდი ალბათობით გადაიდება, კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო.
თითქმის 100 მეტრის სიმაღლის ტაძარს ექვსი მოოქროვილი გუმბათი ედგმება, ხოლო ტაძარში შესვლისას "შთამომავლობას" სამუდამოდ დარჩება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის და სხვა ჩინოვნიკების მოზაიკური გამოსახულებები და რა თქმა უნდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საპატივცემლოდ, ტაძარს სტალინის პორტრეტიც დაამშვენებს.ტაძარში აგრეთვე ასახული იქნება "ყირიმის გაზაფხულის"(ასე უწოდებენ რუსეთთან ყირიმის მიერთების "ისტორიულ" მოვლენას)მოვლენები და მასზე იქნებიან გამოსახული ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ "ყირიმის უსისხლოდ მიერთებაში"
პროექტის მიხედვით ტაძრის სიმაღლე ჯვართან ერთად 95 მეტრია. მთავარი გუმბათის სფეროს დიამეტრი იქნება 19, 45 მეტრი. ანუ 1945 - დიდი სამამულო ომის დასრულებეის წელი. სამრეკლოს სიმაღლე 75 მეტრი იქნება ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი. პატარა გუმბათის სიმაღლეა 14.18 მეტრი იქნება ანუ 1418 დღე- ღამე; სწორედ ამდენი ხანი გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომში საომარი მოქმედებები. ტაძრის კომპლექსის ფართობია 11 ათასი მ². ტაძრის შიდა სივრცე 6 ათას ადამიანზე გათვლილი. 98 5-ს მოსწონს
|