x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დასახელდა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადების ყველაზე სახიფათო პერიოდი

image


40 პროცენტზე მეტ შემთხვევაში, კორონავირუსის გადადება ხდება იმ დრომდე, ვიდრე ვირუსის მატარებელი პაციენტი, დაავადების პირველ სიმპტპმებს შეიგრძნობს — ინფორმაციას გუანჯოუს და ჰონკონგის უნივერსიტეტების ეპიდემიოლოგების კვლევის შედეგების შესახებ, ჟურნალი Nature Medicine–ი ავრცელებს (Temporal dynamics in viral shedding and transmissibility of COVID-19).

მეცნიერთა დასკვნა ეფუძნება იმ 94 პაციენტის კვლევის შედეგს, რომლებსაც COVID-19–ის ვირუსი ადრეულ სტადიაზე გამოუვლინდათ. როგორც გაირკვა, დაავადებული ადამიანის ორგანიზმში, ვირუსის ნაწილაკების მაქსიმალური რაოდენობა, ინფიცირების პირველ დღეებში იქმნება. ხოლო, გადადების საშიშროება პიკს, სიმპტომების გამოვლენამდე, 16–17 სთ-ით ადრე აღწევს.


imagea. დაავადების და გადადების პერიოდების ურთიერთკავშირის სქემა.
b. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების სქემა დღეების მიხედვით.
c. სერიული ინტერვალების სავარაუდო განაწილება (ზევით), ინფექციურობის სავარაუდო პროფილი (შუაში) და COVID-19 ინკუბაციის სავარაუდო პერიოდი (ქვევით).


მეცნიერებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 44 პროცენტის შემთხვევაში, დაავადების გადაცემა მანამდე მოხდა, ვიდრე ვირუსის მატარებელს პირველი სიმპტომი გამოუვლინდებოდთ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა და დღეს უკვე 2 მლნ–ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სრულყოფისთვის.

imageimageარხის სხვა სიახლეები:imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. «შეიძლება, ვირუსი უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე გვეგონა» — აცხადებენ მეცნიერები

3. COVID-19 და შინაური ცხოველები

4. რას წარმოადგენს ვირუსი, საიდან «მოვიდა» და როგორ «მუშაობს» ის

5. შავი ჭირის 4 გამოცანა
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

1
1591
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1591
  
2020, 21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1