შოუბიზნესი მარინა ბერიძემ რუსთავი 2 დატოვა 2012, 11 აგვისტო, 12:41 მარინა ბერიძე, ქალი რომელმაც რუსთავი 2 მუსიკალურ შოუებში ყველაზე წარმატებულ ტელევიზიდ აქცია ეხლა სამუშაოს სხვა ტელევიზიაში ეძებს. მარინა ბერიძემ რუსთავი 2–ში შვიდწლიან მუშაობას ერთ დღეში დაუსვა წერტილი. მისი თქმით, ბოლო დროს, როგორც არხის მუსიკალურ პროდიუსერს, აღარავინ არაფერს ეკითხებოდა. ამის გარდა რუსთავი 2 დახურა მუსიკალური პროექტი ჯეოსტარი, რომელიც მარინა ბერიძის იდეა იყო, და უკვე რამდენიმე წელია ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტიც იყო. მარინა ბერიძეს ყველაზე მეტად გეგა ფალავანდიშვილზე დაწყდა გული, რომელმაც მარიანას და მის გუნდს მხოლოდ მუსიკის მასწავლებლები უწოდა. მარინას თქმით ის ვერ ხვდება ამ საკითხში რატომ უნდა ერეოდეს? მარკეტინგის უფროსი. სხვა საქმე უნდა ჰქონდეს და არ უნდა ამბობდეს ცუდს, იმ პროექტზე, რომლითაც რამდენიმე წელი ამაყობდა. რუსთავი 2–დან მარინა ბერიძეს თავისი გუნდი წაჰყვა, სულ ათი ქალი. ისინი ამ ეტაპზე ტელეკომპანია იმედის ღამის შოუს ხელმძღვანელობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თავის დროზე სწორედ დათო გოგიჩაიშვილმა მიიყვანა მარინა ბერიძე რუსთავი 2–ში და ალბათ ახლაც ის გახდება იმედისკენ გზის მაჩვენებელი. მარინა ბერიძე ძლიერი ქალია და არ ამჟღავნებს, რომ რუსთავი 2–დან წასვლა მისთვის დიდი ტკივილია, მაგრამ შინაგანად ძალიან განიცდის.თუ ის ტელეკომპანია იმედში გადაბარგდება ალბათ ეს დიდი პლიუსი იქნება იმედისთვის, რადგანაც შეიძლება მარინამ იქ ჯეოსტარი დააბრუნოს. 395 1-ს მოსწონს
|