x
image
რომეო
ჰოროსკოპი: თხის რქა
image(22 დეკემბერი - 20 იანვარი) მიწის ნიშანი პლანეტა სატურნის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. სიჯიუტე და გამჭრიახი გონება ახასიათებთ. თხის რქა ყველაზე ამტანი და მშვიდი ნიშანია, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მონაცემების მიხედვით გულდახურულები არიან, საკმაოდ პატივმოყვარენიც, თუმცა მშვენივრად შეუძლიათ ამის დაფარვა, ნაკლებად ახასიათებთ სენტიმრნტალური გატაცებები. მათთვის რელური სამყარო სავსებით საკმარისია. მუშაომის უნარი აქვთ და შრომიმოყვარენიც არიან. წარმატებები მათი მუდმივი თანამგზავრია, ნაბიჯ ნაბიჯ, უკანმოუხედავად მიიწევენ დასახული მიზნისკენ, მოთმინებით ძლევენ შემხვედრ დაბრკოლებებს, შეუძლებელია მათი შეჩერება ან გზიდან აცდენა.

თხის რქა ჯერ კიდევ ადრეულ სიჭაბუკეში ისახავს მიზანს და მთელი ცხოვრება მისი აღსრულებისათვის იბრძვის. ასევე იქცევა სამსახურშიაც _ დრო რომ ფუჭად არ დაკარგოს. წინასწარ ადგენს მოქმედების სქემას, ამუშავებ დეტალებს. თხის რქას წარმოების ყველა სფეროში შეუძლია თავი ისახელოს და სახელი მოიხვეჭოს.

ამ ნიშნის მატარებლები საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ, თუმცა მათთან დაახლოება საკმაოდ ძნელია. ასევე ძნელია მათ სულს და გულში ჩახედვა და იმის გაგება, რას ფიქრობენ სინამდვილეში.

იგი დიდ პატივს სცემს ტრადიციებს, სახელს, ავტორიტეტს. თითქმის არასოდეს ჰყვება გრძნობებს, არაფერს მოიმოქმედებს დაფიქრებისა და ანალიზის გარეშე. საშინლად არ უყვარს რისკის გაწევა. ზოგჯერ თხის რქა ქედმაღალისა და მიუკარებლის შთაბეჯდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი ძალზე განიცდის ადამიანებისგან მოწყვეტას და საყოველთაო სიმპათიის მოპოვებაზე ოცნებობს. სწორედ ეს სიამაყეა მისი ნერვიულობისა და შფოთვის მიზეზი.


თხის რქა დიდებული გონებისა და ბრწყინვალე მახსოვრობის პატრონია. თუმცა, იმის საშიშროებაც ემუქრება, რომ კონსერვატორისა და პედანტის შთაბეჭდილება არ დატოვოს. ამ ნიშნის მატარემლები კარგი ადმინისტრატორები დგებიან. ასევე შეუძლიათ იყონ დიდებული ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი და ეკონომისტი.

როგორც წესი, მისი ცხოვრების მეორე პერიოდი პირველზე უფრო იღბლიანია. იგი ან გვიან ქორწინდება ან საერთოდ ამბობს უარს ოჯახის შექმნაზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის ყველაზე ხშირად გვხდებიან შინაბერები და ბერბიჭები.

ქალი თხის რქა: იგი ერთი თავისებურებით გამოირჩევა - მის სილამაზესა და მომხიბვლელობას წლები ვერას აკლებენ: 35 წლისა უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ქალწულობისას მისი გულის დაბყრობა საკმაოდ ძნელია, რადგან თაყვანისმცემლებს ახლოს არ უშვებს. ძალიან აფასებს თავის პირად თავისუფლებას და უჭირს მასთან გამოთხოვება. მათ შორის ბევრია კარგი დირექტორი, პედაგოგი, ექიმი.

თხის რქა, ქალი იქნება იგი თუ მამაკაცი, მეტად სერიოზულად უყურებს ცხოვრებას და იშვიათად ივიწყებს წყენასა და ღალატს.

თხის რქის დამოკიდებულება სხვა ნიშნებთან: ქორწინებას ვერძთან, სასწორთან და კირჩხიბტან საფრთხე მოელის. შედარებით გამართლებულია თხის რქის დაკავშირება ქალწულთან, კუროსთან, ღრიანკალთან და ტევზებთან. მშვილდოსანი მას ფიზიკურად აღელვებს, მაგრამ ტემპერამენტისა და ცხოვრების რიტმის სახვაობა იმდენად დიდია, რომ ისინი იშვიათად ქორწინდებიან. კურო და თხის რქა ადვილად პოულობენ საერთო ენას და კარგადაც უგებენ ერთამანეთს. მით უფრო, რომ თხის რქის შეუპოვრობა და მოთმინება საუკეთესო საშუალებაა კუროს გარდასაქმნელად.

ტყუპებთან კავშირის დამყარება თხის რქას ძალიან უჭირს, თუ მაინც დაუკავშირდა, მათი ურთიერთობა პრობლემებით იქნება სავსე.

კირჩხიბსა და თხის რქას შეუძლიათ ერტმანეთს გაუგონ, მათი ურთიერთობა სიმპათიაზე და მეგობრობაზეა აგებული. მიუხედავად ამისა, მათ შეკავშირებას დრო სჭირდება, რადგან მეტისმეტად განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. თუ კი, ბოლოსდაბოლის, შეუღლდებიან, მათ კავშირს დარღვევა არ ემუქრება.

იშვიათად ხდება თხის რქისა და ლომის მტკიცე დაკავშირება. ამიტომაც უმჯობესია მათი ურთიერთობა თანამშრომლობის ფარგლებს არ გასცდეს.

რაც შეეხება ქალწულს, მასთან თხის რქა ბედნიერი იქნება, რადგან შეხედულებებსა და ხასიათებში ბევრი აქვთ საერთო.

სასწორთან თხის რქის საქორწინო კავშირზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მეგობრული კავშირის დამყარებაც უჭირს: მეტისმეტად განსხვავებული ცხოვრების წესი გააჩნიათ.

ღრიანკალი ძალიან ჰგავს თხის რქას პატიმოყვარეობასა და შრომისმოყვარეობაში, მათი საქორწინო კავშირი საერთო ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

როგორ წარიმართება თხის რქისა და მშვილდოსნის ურთიერთობა, ეს მათზეა დამოკიდებული. თუ მშვილდოსანი შეძლებს შეცვალოს თხის ტქის კრიტიკული ხასიათი, მაშინ მათ კავშირს დარღვევა არ ემუქრება.

თხის რქა თავისივე ნიშნის ქვეშ დაბადებულისადმი დიდ ფიზიკურ ლტოლვას არ განიცდის. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ ურთიერთობის შენარჩუნება, რაკიღა ამ ურთიერთობას მეგობრობა უდევს საფუძვლად.

ქორწინება თევზებთან თხის რქას ბედნიერებას პირდება, რადგან მათი ინტელექტუალური დონე და სულიერი სამყარო ძალზე ჩამოგავს ერთამანეთს. ამასთანავე, ურთიერთლტოლვაც დიდია. მაგრამ ესეცაა,

ზოგჯერ თხის რქის გულჩახურულობა ძალზე მოქმედებს ნაზ და მგრძნობიარე თევზებზე.....

1
2787
2-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
2787
  
2012, 2 სექტემბერი, 22:27
+1
0 1 1