x
image
Teklamaisuraze
ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება

გიორგი XII-ის 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა, დავითმა ქართლ-კახეთის სამეფო კარის საზეიმო შეკრებაზე თავი ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებლად გამოაცხადა. ის დარწმუნებული იყო, რომ მალე იმპერატორისაგან მეფედ დამტკცების სიგელსაც მიიღებდა.

image

1801 წლის 11 მარტს პავლე I შეთქმულებმა მოკლეს. რუსეთის იმპერატორის ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე I- მა. დავით ბატონიშვილმა ახალ იმპერატორს გაუგზავნა წერილობითი მოხსენება ქართლ-კახეთის სამეფოს მმართველობის მოწყობაზე. რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა რუსეთთან შეერთების საკითხი განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადასცა . სახელმწიფო საბჭომ ხმის უმრავლესობით ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების აუცილებლობა დაამტკიცა.

image

შედგა ახალი მანიფესტი, 1801 წლის 12 სექტემბერს , რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I -მა მოაწერა ხელი. ამრიგად რუსეთის საიმპერატორო კარმა ქართლ-კახეთის სამეფოს შეზღუდულ ანტონომიაზეც უარი განუცხადა და იგი ათავის გუბერნიად აქცია. გაპარტახებულმა ქვეყანამ თავისი სახემწიფოებრიობის დაცვა ვერ შეძლო. ასე დასრულდა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ისტორია . რუსეთი აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა და ამით დაიწყო რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.

რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I -ის მანიფესტი, 1801 წ. 12 სექტემბერი

“წყალობითა ღვთისათა ჩვენ, ალექსანდრე პირველი, იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა და სხვათა და სხვათა...

განვუცხადებთ სრულიად საქართველოს სამეფოს მცხოვრებთ .ამიერიდან მყარდება მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა ქართველთა სამეფოზე. როდესაც რუსეთის იმპერატორი გავხდი, ვიხილე საქართველო რისეთთან შეერთებული 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტით . ამან და ერთმორწმუნე ხალხის განსაცდელში მხარდაჭერის ვალდებულებამ გვაიძულა თქვენი მფარველობაში მიღება . ისედაც ვრცელი იმპერიის საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებისათვის კი არ ვიტვირთეთ საქართველოს მმართველობის სიმძიმე, არამედ თქვენი შეჭირვების და მტერთაგან დასაცავად. გიწესებთ მმართველად გენერალ კნორინგს, რომელიც იზრუნებს ქვეყანაში წესრიგზე. "

image(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

1. გიორგი XII -ის მმართველო

image2. ივლისის გადატრიალება საფრანგეთში 1830 წელი

image

0
1122
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0