განათლება გიორგი XII -ის მმართველო 2020, 5 აპრილი, 23:46
ისინი ქართლ-კახეთის სხვადასხვა კუთხეში თავადებს იბარებდნენ და აზერბაიჯანის სახანოებისა და ახალციხის ფაშას დახმარებით აპირებდნენ სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას. 1800 წელს 19 ნოემბერს ქართლ -კახეთის სამეფოს “სათხოვარი პუნქტების " ყველა პირობაზე პავლე I- მა ქართველ ელჩებს დადებითი პასუხი გასცა. პავლე I გენერალ კრონინგს საიდუმლო წერილში სწერდა : “ მეფის ავადმყოფობა საფუძველს გვაძლევს, რომ მალე მოველოდოთ მის გარდაცვალებას. ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება დაუყოვნებლივ გაგზავნეთ იქ ჩვენი სახელით განცხადება, რომ ჩვენგან ნებართვის მიღებამდე, ტახტის მემკვიდრედ მეფედ ნუ აკურთხებენ" რუსეთის იმოერატორს მეფის გარდაცვალების შემდეგ ქართ-კახეთში მეფობის გაუქნება და რუსეთთან შეერთება სურდა. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I არც კი დაელოდა გიორგის გარდაცვალებას და ხელივმოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ. პავლე I ის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი საიდუმლოდ გაუგზავნეს გენერალ კრონინგს სათანადო მითითებებით : გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე მანიფესტი არ უნდა გამოეცხადებინათ. 1830-31 წლების რევოლუციები ევროპაში, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020) 797 1-ს მოსწონს
|