სხვა დროებით უმუშევარი პრინცი ჰარი ამერიკაში მეგან მარკლის ხარჯზე იცხოვრებს 2020, 5 აპრილი, 17:07 სამეფო ვალდებულებების მოხსნის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ ისინი კანადიდან ჩრდილოეთ ამერიკაში, ჰოლივუდთან ახლოს დასახლდნენ. მეგანი ამერიკის მოქალაქეა და აქვს უფლება ფული გამოიმუშავოს, ხოლო ჰარის ერთი წელი მაინც მოუწევს დაცდა, მწვანე ბარათის ასაღებად. საბედნიეროდ, მეგანს აქვს გაფორმებული კონტრაქტი დისნეის სტუდიასთან, რომლის ფარგლებშიც ის რამდენიმე პროექტს გაახმოვანებს. ასევე ცნობილია, რომ მეგანმა რამდენიმე ქასთინგ-დირექტორი და პიარ-სპეციალისტი აიყვანა სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად. ასე რომ, როგორც ჰარიმ თქვა, “მეგანს რაც სურს, იმას მიიღებს".გარდა ამისა, საცხოვრებელი ადგილიც ჰოლოვუდთან ახლოს, გაუმარტივებს მეგანს კონტაქტების მოძიებას კინოინდუსტრიაში . 236 შეფასება არ არის
|