საზოგადოება "26 დღის განმავლობაში, მამაჩემი მხოლოდ ერთხელ მოვიდა... ფანჯრიდან ველაპარაკე" - რას ყვება ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2020, 4 აპრილი, 14:23 პაციენტი N10 - ნიკოლოზ გამყრელიძე პირველი პირია, რომელსაც პერსონალური მონაცემების დაცვა არ უთხოვია და კორონავირუსის დადგენისთანავე, ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. 26-დღიანი მკურნალობის შემდეგ, სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი სრულად გამოჯანმრთელდა და ისევ პირველია, ვინც კორონავირუსზე მედიასთან ვრცლად საუბარს დათანხმდა. როგორი იყო პირველი ემოცია, ბოქსირებულ პალატაში გატარებული 26 დღე, როგორ აფასებს ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიას ვირუსთან ბრძოლაში და ზოგადად, როგორია ინფიცირებულისა და შემდეგ უკვე გამოჯანმრთელებული პირის მიერ შეფასებული COVID-19 - ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" კითხვებს გულწრფელად უპასუხა. - ახლა უკვე კარგად ვარ, იმიტომ რომ სახლში ვარ, მართალია ჯერ ისევ თვითიზოლაციაში, როგორც არის რეკომენდაცია, მაგრამ უკეთესია სახლში ვიდრე კლინიკაში. ახლა სრულად გამოჯანმრთელებული ვარ, ორჯერ გამიკეთდა ტესტი, როგორც ეს პროტოკოლით მეკუთვნის და ორივეჯერ უარყოფითი ვიყავი, შესაბამისად ვითვლები სრულად გამოჯანმრთელებულად. თვითიზოლაციის პერიოდი დაახლოებით ერთ კვირაში, 10 დღეში დამისრულდება. - ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, როდის გამოგივლიდანთ ვირუსის დამახასიათებელი პირველი ნიშნები და რა სიმპტომები გქოდნათ სანამ ტესტს გაიკეთებდით? - ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, მე მქონდა შევხედრა ერთ-ერთ ჩემ თანამშრომელთან. ეს იყო 2 მარტს გვიან საღამოს, მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, სამ მარტს ჩემ თანამშრომელს აღმოაჩნდა სიმპტომები და ეგრევე მოექცა თვითიზოლაციაში. 5 მარტს მას დაუდასტურდა ვირუსი და ხუთ მარტს დილიდან გამომაჩნდა სიმტომაპტიკა მეც. ძალიან დაბალი სიცხე და მშრალი ხველა მქონდა, როგორც კი ეს ნიშნები გამომაჩნდა მაშინვე წავედი თვითიზოლაციაში. 6 მარტს ამიღეს სინჯი და საღამოს უკვე დამიდგინდა კორონავირუსი. რა თქმა უნდა, ყველას გვეშინია რაღაცის, მითუმეტეს დაავადების. თუმცა, ამ დაავადებაზე, ალაბათ უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა. ჩემი შიშები იმ წუთს ალბათ უფრო სხვა კუთხით იყო: ვფიქრობდი ვის გადავდე, ჩემ მეუღლეს, ჩემ შვილებს თუ მეგობარს და თანამშრომელს... - თქვენს კლასტერს, რეალურად "გეფას" კლასტერს უწოდებენ, ეს ჯგუფი ფართოდ არ გავრცელდა, არა?! - ჩემი კლასტერი მე საიდანაც დავიმფიცირდი, საბედნიეროდ ჩვენ მოვახერხეთ და ის ჯაჭვი გავწყვიტეთ. ოპერატიული იზოლაციებით მოვახერხერხეთ. ეს არის კლასიკური მაგალითი, იზოლაცია და თვითიზოლაცია როგორ შველის. ეს კლასტერი, ეს ჯაჭვი რომ არ გაგვეწყვიტა შეიძლება ძალიან დიდი ყოფილიყო რამდენიმე ასეულია ადამიანიც მაინც დაინფიცირებულიყო ამ ე.წ. იტალიური კლასტერით. "გეფა" არის კომპნია რომელიც იმ ჯგუფში შედის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ამიტომ ჩვენს კლასტერს ვეძახი. კარგი იყო რომ ჯაჭვი გაწყდა თვითიზოლაციებით. - მედიამ ვერ მოახერხა შეეხედა ბოქსირებულ პალატებში, ამიტომ მოგვიყევით, რა ვითარება პალატაში, სადაც ინფიცირებული ადამიანი მოთავსებული, როგორია მკურნალობის კურსი? განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სრული გადაცემა68 2-ს მოსწონს
|