საზოგადოება ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - როდის იქნება შედეგები ცნობილი? 2020, 2 აპრილი, 13:09 ავსტრალიაში მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს. ვაქცინები ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანიის, Inovio Pharmaceutical-ის მეცნიერებმა შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი დართო მათ ნება ტესტირება ცხოველებზე დაიწყონ. როგორც BBC წერს, ავტრალიის მეცნიერებათა ეროვნულ სააგენტოში გამოცდიან, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინები და უსაფრთხოა თუ არა ადამიანებისთვის. მკვლევრები ამბობენ, რომ ვაქცინაზე მუშაობა უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობს. გასულ დღეებში CSIRO-ს (ავსტრალიის თანამეგობრობის სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევითი ორგანიზაცია) გუნდმა ვაქცინის გამოცდა პატარა, ბეწვიან ძუძუმწოვრებზე დაიწყო, რომლებშიც კორონავირუსი ისევე ვრცელდება, როგორც ადამიანებში. თელ მსოფლიოში სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად და როგორც BBC წერს, ამ ეტაპზე, სულ მცირე, 20 ვაქცინაზე მუშაობენ. CSIRO-მ კი აირჩია იმ ორი ვაქცინის ტესტირება, რომელიც შეარჩია საერთაშორისო კონსორციუმმა. როდის ეცოდინებათ მეცნიერებს, მოქმედებს თუ არა ვაქცინა და უსაფრთხოა თუ არა ადამიანებისთვის? განაგრძეთ კითხვა108 2-ს მოსწონს
|