x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი წყვილები ფილმებიდან, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ იტანდნენ

შეიძლება თუ არა ეკრანზე შეყვარებული ადამიანი განასახიერო? რა თქმა უნდა შეიძლება, თუ კარგი მსახიობი ხარ. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ეკრანებზე შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ერთმანეთის დანახვაც არ უნდათ.

1.რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი

image

ალბათ ყველამ იცით რომანტიკული ფილმი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ “უბის წიგნაკი", სადაც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ. ცნობულია რომ გადასაღებ მოედანზე ისინი ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ, ისე რომ გადაღების პროცესს შლიდნენ. გოსლინგი მსახიობის დათხოვნასაც სთხოვდა რეჟისორს, თუმცა არ გამოუვიდა. ამისდა მიუხედავად მელოდრამამ გაამართლა და ის დღემდე პოპულარულია.

2. ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი

image

ახალგაზრდა მსახიობები ერთმანეთს 1996 წელს შეხვდნენ ფილმის რომეო+ჯულიეტას გადაღებების დროს. რა მოხდა მათ შორის დღემდე უცნობია, მაგრამ დადიოდა ხმები რომ გოგონას დიკაპრიოსადმი სიმპათიები ჰქონდა, თუმცა უარი მიიღო. საბოლოო ჯამში, დეინსს იმდენად აღარ უნდოდა დიკაპრიოსთან მუშაობა, რომ “ტიტანიკში" მთავარ როლზე უარი თქვა.

3. შარლის ტერონი და ტომ ჰარდი

image

ფილმი “შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა" ძალიან პოპულარულია, თუმცა რომანტიკული მელოდრამა ნამდვილად არაა. ცნობილია რომ ორივე მსახიობი გამუდმებით ჩხუბობდა გადაღებების დროს, თუმცა ახლა ამ ამბავს ღიმილით იხსენებენ.

4. სტანა კატიჩი და ნათან ფილიონი

image

ალბათ იცით დეტექტიური სერიალი “ქასლი". ცნობილია რომ მთავარი როლის შემსრულებლები რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთს ვერ იტანდნენ, გამუდმებით ჩხუბობდნენ და ამის გამო კატიჩს ბევრჯერ უტირია კიდეც. მსახიობს სერიალიდან წასვლაც უნდოდა, მაგრამ საბედნიეროდ რეჟისორმა გადააფიქრებინა.

5. ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი

image

“გრეის 50 ელფერი" წიგნის გამო გახდა პოპულარული, ამიტომ ფანებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ მთავარი როლის შემსრულებლები რომანს გააჩაღებდნენ. თუმცა იმედები გაუცრუვდათ, ჯერ იმიტომ, რომ დორნანს ორსული ცოლი ჰყავდა, მეორეც, მსახიობები ერთმანეთს თავიდან ვერ შეეწყვნენ და ხშირად რამდენიმე დუბლის გადაღება იყო საჭირო სასურველი სცენის მისაღებად. როგორც მსახიობები ამბობენ, მათ უთანხმოება დაძლიეს და დამეგობრდნენ კიდეც.

6. პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი

image

პოპულარული ფილმის “ბინძური ცეკვების" მსახიობებსაც საკუთარი ისტორია აქვთ, მათ ადრეც უთანამშრომლით ფილმში “წითელი ნათება", სადაც პატრიკი ყელამდე იყო ახალგაზრდა გოგონას თინეიჯერული კაპრიზებით, რაც “ბინძური ცეკვების" გადასაღებ მოედანზეც გამოყვა. სწორედ ამის გამო კამათობდნენ გამუდმებით და დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდნენ.

1
921
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
921
  
2020, 2 აპრილი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1