სხვა ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ იაპონელები ''სხვა პლანეტაზე'' ცხოვრობენ 2020, 2 აპრილი, 10:25 ყველამ კარგად ვიცით, რომ იაპონელები რადიკალურად განსხვავდებიან პლანეტის სხვა მაცხოვრებლებისაგან. მათი კულტურა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები ზოგჯერ მიუღებელიც კი შეიძლება იყოს ''კუნძულს მიღმა'' მცხოვრები ადამიანებისათვის. შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ სწორედ მსგავსი ცხოვრებისეული ასპექტები ხდიან იაპონიას უნიკალურ, ყველასაგან გამორჩეულ ქვეყნად: აქ არ უყვართ უცხოელები, შენობებზე წარწერები შესრულებულია მხოლოდ და მხოლოდ იაპონურ ენაზე, მატარებლები ბგერის სიჩქარით დაჰქრიან, ხოლო იაპონური საზოგადოებრივი ტუალეტები საერთოდ ცალკე მოვლენაა. და კიდევ, იაპონიაში დაიბადა სუმო და მისი სავიზიტო ბარათი აყვავებული საკურას -იაპონური ალუბლის ხეა.
მოდით, თვალი გადავავლოთ ფოტოებს, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რომ იაპონელები მართლაც რომ "სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ". გაზიანი სასმელების სახურავზე წარწერა შესრულებულია ბრაილის შფირტით (უსინათლოებისათვის) 2014 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი იაპონიაში ჩატარდა. გულშემატკივრები მატჩის შემდეგ სტადიონებზე რჩებოდნენ და პერსონალს მათ დასუფთავებაში ეხმარებოდნენ საზოგადოებრივი ტუალეტების კედლებზე მიმაგრებულია ბავშვის ჩასასმელი სავარძლები ასე კვებავენ იაპონურ საავადმყოფოებში მშობიარე ქალებს იაპონიაში ხშირად ნახავთ ასეთ ტუალეტებს. ხელის დანაბანი წყლით შესაძლებელია უნიტაზის ჩარეცხვა გგონიათ, რომ დაძაბული სამუშაო დღე გაქვთ და მსოფლიოში ყველაზე მეტად მხოლოდ თქვენ იღლებით? - იაპონიაში ყოველი ადამიანი სამუშაოზე ნახევარი საათით ადრე მიდის, ხოლო მისი სამუშაო დღე - 15-18 საათია მხოლოდ მცირეხნიანი შესვენებით! ამასთანავე, ვერც ერთი მუშაკი სამსახურიდან ფეხს ვერ მოიცვლის მანამ, სანამ უფროსი ადგილზეა, არ აქვს მნიშვნელობა, დაუმთავრდა თუ არა მუშაკს სამუშაო, ის თავისი „ბოსის“ წასვლას ელოდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამსახურში მისასვლელად, უმრავლესობას სახლიდან რამოდენიმე საათით ადრე უწევთ გამოსვლა, გადატვირთული გზებისა და შორეული მანძილების გამო. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი დრო რჩება იაპონელს დასასვენებლად. ასე გამოიყურება იაპონიის ქუჩებში კანალიზაციის ორმოების სახურავები ბევრ სკოლაში არ არის შტატიანი დამლაგებელი. ბავშვები თავად ალაგებენ სკოლას მიღებული ცოდნის სანაცვლოდ წარწერა ქაღალდზე: ''მე შემთხვევით წავაქციე თქვენი ველოსიპედი და გავტეხე ზარი. ბოდიშს გიხდით!''
გგონიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიურ და საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქვეყანაში ბანკომატები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა? - ნურას უკაცრავად! იაპონელები დღესაც კი ნაღდ ფულზე აფანატებენ, აქა-იქ მიმოფანტულ ბანკომატებს კი, უმთავრესად ტურისტები და უეცრად, ნაღდი ფულის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები იყენებენ.
ამ ყვეყანაში ყველაზე მოკლე კაბაც კი, რისი წარმოდგენაც არის შესაძლებელი (საცვლის გამოჩენამდე), არ იწვევს გაკვირვებას, მაგრამ მიუღებელია ღრმა დეკოლტეები...
ქუჩაში პროდუქტებით ან სხვა ნივთებით სავსე ჩანთა დაგრჩათ? არ იფიქროთ, რომ თქვენ პაკეტს ვინმე წაიღებს. მას იმავე ადგილას იპოვით მთელს და უვნებელს
ტოკიო-ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია მსოფლიოში. აქ 6 წლის ბავშვიც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავისით გადაადგილდება. პატიოსნება უმაღლეს მწვერვალზეა, ხოლო თანადგომა - უპრეცენდენტო. დახმარების თხოვნის შესრულება დიდი პატივი და ბედნიერებაა, ხოლო თხოვნაზე უარი - გულითადი მწუხარება.
იაპონიის ქუჩებში დამონტაჟებულია სპეციალური ლარნაკები, რომლებშიც ქოლგებია ჩაწყობილი. წვიმის დროს მოქალაქეს შეუძლია აიღოს ქოლგა და შემდეგ მისთვის მოსახერხებელ ლარნაკში დატოვოს (ისევე, როგორც ნიდერლანდებში ველოსიპედები).
იაპონელები ნაგავს მეორადი დანიშნულებით იყენებენ. პირველ რიგში ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში ყველგან დგას ნაგვის სხვადასხვა ურნები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია დახარისხებული ნაგვისთვის. მაგალითად, პლასტმასის ბოთლები ერთ სპეციალურ ურნაში თავსდება, ალუმინის ქილები ერთ ურნაში, ქაღალდის ნივთები ცალკე, შუშის ბოთლები ცალკე და ა.შ. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შემდეგ იაპონელები აკეთებენ სპორტულ ტანსაცმელს, სკოლის ფორმებს, საკანცელარიო ნივთებს, საოფისე ავეჯს და სხვა. მაგალითად, ქალაქ კავასაკიში მდებარეობს ქარხანა, რომელიც უშვებს ხარისხიან საპონს ცხიმისგან, რომელიც რჩება რესტორნებში კერძების მომზადების შემდეგ, კაფეებში, სკოლის სასადილოებში და კვების სხვა ობიქტების ნარჩენები. როგორც ამბობენ, ეს საპონი უმაღლესი ხარისხისაა და ძალიან არომატული სურნელი აქვს
იაპონიაში დეკორატიული თევზები უშუალოდ ქუჩაში, სადრენაჟო არხებშია გაშვებული და თქვენ წარმოიდგინეთ, თავში არავის აზრადაც არ მოუვა მათი მოპარვა
აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომ ითვლებიან იაპონელები მოწესრიგებულ და კანონმორჩილ ხალხად
ჩრდილოეთ იაპონიაში, სადაც ზამთრობით თოვლი მოდის, ყველა ქალაქს აქვს ტროტუარების და ქუჩების გათბობის სისტემა. ამიტომ გზებზე თოვლი და ყინული არასოდეს არაა. ეს ძალიან კომფორტულია ადამიანებისათვის. გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამავე დროს იაპონიაში თითქმის არაა ცენტრალური გათბობა, თითოეული ათბობს თავის ბინას ისე, როგორც შეუძლია: გაზის და დენის გამათბობლებით, ზეთის ბატარეებით და სხვა...
ასე მშვიდად ელოდებიან იაპონელი მგზავრები თავიანთ რიგს მატარებელში შესასვლელად
ასე სძინავთ ქანცგაწყვეტილ იაპონელებს კიბის საფეხურებზე, მატარებლის სავარძლებზე, ქუჩაში და ზოგადად ყველგან...იაპონიაში ქუჩაში ძილი სოციალურად მიღებულია, ძარცვა ძალიან იშვიათია და თავს ძალიან დაცულად გრძნობ. ნებისმიერ სხვა ადგილას ქუჩაში ძილი მიუღებელი და სახიფათო იქნებოდა, მაგრამ ტოკიო სრულიად სხვა პლანეტაა. აქ ''არაამქვეყნიური წესები მუშაობს"
იაპონურ აეროპორტებში ჩემოდნებს ფერების მიხედვით ახარისხებენ
ასე გამოიყურება ბავშვების სავარძლები იაპონურ მატარებლებში
ლიფტებში ხშირად ნახავთ ასეთ სკამებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტუალეტად გამოიყენება
იაპონიაში უამრავი გზაჯვარედინია, სადაც გზის გადაჭრა დიაგონალურად შეიძლება
სასტუმრო იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში: ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის ღამის 4 საათზე ინტერნეტის ერთი წუთით გათიშვისთვის
იაპონიაში გამოჰყავთ კვადრატული ფორმის საზამთროები, რათა ისინი უფრო იოლად მოათავსონ მაცივარში
მხოლოდ იაპონიაში შეგიძლიათ ასე დატოვოთ საფულე და უდარდელად დაიძინოთ მატარებელში
იაპონიაში ბევრი უცნაური კანონი არსებობს, აი ერთ -ერთი მათგანი :"თუ იაპონელი წავიდა ამსტერდამში და იქ მარიხუანა მოწია, ეს კი მეორე იაპონელმა დაინახა და სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ის დააბეზღა პოლიციაში, პირველ იაპონელს ციხეში ჩასვამენ". ამის გამო იაპონიაში ძალიან ბევრი "ჩამშვებია".
და ბოლოს, იმისათვის, რომ მხიარულ განწყობაზე დაგაყენოთ, მინდა ერთი იაპონური ანეგდოტი შემოგთავაზოთ: "იაპონელი უცხოელს ბრინჯის არაყით უმასპინძლდება. პირველივე ჭიქის შემდეგ ტურისტს მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და საგნები მოძრაობენ. ტურისტი:"თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ეს არაყი ძალიან მაგარია?" იაპონელი:" არ მიაქციოთ ყურადრება, ეს უბრალოდ მიწისძვრაა".777 8-ს მოსწონს
|