საზოგადოებრივი ეპიდემიები მსოფლიო ისტორიაში და მათი მსხვერპლი 2020, 31 მარტი, 15:04 ეს არის არასრული სია ქრისტესშობის შემდეგ პანდემიებისა, რომლებიც დაფიქსირდა დედამიწის ისტორიაში და რომელიც დალაგებულია უძველესიდან უახლესისკენ დროის მიხედვით და არა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით: 1) "ანტონინური ჭირი" (antonine plague) - ამ პანდემიამ იფეთქა ახ.წ. 165 წლიდან და გასტანა 180 წლამდე, რამაც შეიწირა 5 მილიონი ადამიანი. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ეს იყო ყვავილის დაავადება ან წითელა. 2) "იუსტინიანეს ჭირი" (Plague of Justinian) - ამ პანდემიამ იფეთქა 541-542 წლებში და შეიწირა 50 მილიონამდე ადამიანი. 3) "იაპონური წითელას ეპიდემია" (Japanese smallpox epidemic) - მან იფეთქა 735-737 წლებში და შეიწირა 1 მილიონი ადამიანი. გამოწვეული იყო დიდი ვარიოლას ვირუსით. 4) "შავი სიკვდილი" (Black death) - იფეთქა 1347-1351 წლებში და შეიწირა 200 მილიონი ადამიანი. ის გამოწვეული იყო იერსინია პესტის ბაქტერიით და ადამიანებზე გადავიდა ვირთხებიდან. 5) ახალი სამყაროს ჩუტყვავილას აფეთქება (New world smallpox outbreak) - ეს პანდემია გავრცელდა 1520-იანი წლებიდან, როდესაც ევროპელები პირველად გადავიდნენ მასობრივად ამერიკის ორივე კონტინენტზე. იქ მათ დახვდათ დაახლოებით 112 მილიონიანი მოსახლეობა ადგილობრივი ამერიკელების, ე.წ. "ინდიელებისა", რომლებსაც არ ჰქონდათ იმუნიტეტი ევრაზიულ ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებზე, ამან გამოიწვია დიდი პანდემია არა მხოლოდ ჩუტყვავილასი, რომელმაც დღემდე 56 მილიონი ადამიანი მოკლა, არამედ სხვა დაავადებებმაც, რამაც საბოლოო ჯამში ევროპელების ამერიკაში გადასვლიდან მალევე ბოლო მოუღო ამერიკის ორივე კონტინენტის ადგილობრივი მოსახლეობის 90%-ს, რაც დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს შეადგენდა (Walbert. 2008). 6) "ლონდონის დიდი ჭირი" (Great plague of London) - იფეთქა 1665 წელს და იმავე წელს ჩაცხრა. შეიწირა 100, 000 ადამიანი. გამოწვეული იყო იერსინია პესტის ბაქტერიით და ადამიანებზე გადავიდა ვირთხებიდან. 7) "იტალიური ჭირი" (Italian plague) - იფეთქა 1629-1631 წლებში და შეიწირა 1 მილიონი ადამიანი. გამოიწვია იერსინია პესტის ბაქტერიამ. ადამიანებს გადაედო ვირთხებისგან. 8) ქოლერას პანდემიები (Cholera pandemics) - იფეთქა 6-ჯერ 1817 წლიდან 1923 წლებში და შეიწირა 1 მილიონზე მეტი ადამიანი. 9) "ყვითელი ციებ-ცხელება" (Yellow fever) - ამ ვირუსმა იფეთქა 1800 წელს და შეიწირა 150, 000-მდე ადამიანი. 10) "მესამე ჭირი" (Third plague) - იფეთქა 1885 წელს ჩინეთსა და ინდოეთში და შეიწირა 12 მილიონი ადამიანი. გამოიწვია იერსინია პესტის ბაქტერიამ. ადამიანებს გადაედო ვირთხებისგან. 11) რუსული გრიპი (Russian flu) - იფეთქა 1889-1890 წლებში და შეიწირა 1 მილიონი ადამიანი. 12) ესპანური გრიპი (Spanish flu) - იფეთქა 1918-1919 წლებში და შეიწირა 50 მილიონამდე ადამიანი. გამოიწვია ვირუსმა H1N1, გავრცელდა ღორებისგან. 13) აზიური გრიპი (Asian flu) - იფეთქა 1957-1958 წლებში და შეიწირა 1.1 მილიონი ადამიანი. 14) ჰონგ კონგის გრიპი (Hong kong flu) - იფეთქა 1968-1970 წლებში და შეიწირა 1 მილიონი ადამიანი. გამოიწვია ვირუსმა H2N2. 15) შიდსი (HIV/AIDS) - იფეთქა 1981 წლიდან და დღემდე მოქმედებს. შეიწირა 2020 წლისთვის უკვე 35 მილიონამდე ადამიანი. გავრცელდა შიმპანზეებიდან. 16) ღორის გრიპი (Swine flu) - იფეთქა 2009-2010 წლებში და შეიწირა 200, 000 ადამიანი. ვირუსის სახელწოდებაა H1N1. 17) კორონავირუსი SARS - იფეთქა 2002-2003 წლებში და შეიწირა 770 ადამიანი. გავრცელდა ღამურებისგან. 18) ებოლა (Ebola) - იფეთქა 2014-2016 წლებში და შეიწირა 11, 000 ადამიანი. 19) კორონავირუსი MERS - იფეთქა 2015 წლიდან და დღემდე გრძელდება. შეიწირა 850 ადამიანი. გავრცელდა ღამურებისგან და აქლემებისგან. 20) კორონავირუსი COVID-19 - იფეთქა 2019 წელს და მიმდინარეობს დღემდე. 2020 წლის 30 მარტისთვის მან უკვე შეიწირა 35, 100 ადამიანი. წყარო: www.visualcapitalist.com კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე546 2-ს მოსწონს
|