საზოგადოებრივი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი მურმან გვენეტაძე 2020, 29 მარტი, 8:26 მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ბატონი მურმან გვენეტაძე მუშაობდა სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთი გაფრენის დროს, როდესაც ის ასრულებდა რეისს ლენინგრადი-ქუთაისი-თბილისი ის და მისი თვითმფრინავის ყველა მგზავრი თვითმხილველნი გახდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის, რომელიც მიჰყვებოდა სამგზავრო თვითმფრინავს. ბატონი მურმანი ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ინტერვიუში ჰყვება, რომ ლენინგრადიდან ღამის 3 საათზე გამოფრინდა და მინსკის ზონაში შემოსვლისას დისპეჩერს გადასცა ინფორმაცია ზონაში შესვლის თაობაზე და შემდეგ მოხდა საოცარი რამ, რასაც შემდეგნაირად გადმოგვცემს: "ვიყავით მიწიდან 10, 100 მეტრზე. დისპეჩერი გვეუბნება: ხედავთ თქვენგან მარცხნივ რაიმეს? ჩვენ გაგვიკვირდა, რატომ გვეკითხებითთქო? გვიპასუხეს, რომ მათთვის გადაუციათ, რომ ჩვენს თვითმფრინავს მიჰყვებოდა გვერდზე სხვა მფრინავი ობიექტი. თვითმფრინავის შიგნით სასწრაფოდ ჩავაქრეთ ილუმინატორები და შიდა განათება, რომ უკეთ დაგვენახა თუ რა ხდებოდა თვითმფრინავის გარშემო და ყველამ დავინახეთ კიდეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ჩვენი სიჩქარე 900 კმ/სთ იყო. ეს საფრენი საშუალებაც ჩვენი სიჩქარით მოძრაობდა, გვერდით მოგვყვებოდა. ეს ყველაფერი დაახლოებით 2 - 2.5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ უცხო ობიექტმა ჩვენი თვითმფრინავის კაბინისკენ გამოუშვა გამჭოლი სხივი, რომელმაც შემოაღწია და გაიარა კაბინაში. ამის შემდგომ აიღო მეტი სიმაღლე, ავიდა ძალიან მაღლა და დაეკიდა ცას როგორც ვარსკვლავი და გაჩერდა, ამის შემდეგ ჩვენი მიმართულებით გამოუშვა კიდევ ერთი სხივი." ამ ამბის შემდეგ მოხდა ძალიან სამწუხარო რამ. ერთი თვის შემდეგ ჯერ ერთი პილოტი გარდაიცვალა ძვლების დაშლით. რამდენიმე ხანში კი - მეორე პილოტიც. კაბინაში მყოფთაგან გადარჩა მხოლოდ ერთი თვითმხილველი - მურმან გვენეტაძე. (წყარო: იხ. ვიდეო) კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია 12. უცხოპლანეტელები ავტორი: თორნიკე ფხალაძე1615 1-ს მოსწონს
|