სხვა რატომ კლავდნენ მახინჯ ადამიანებს ძველ რომში? 2020, 28 მარტი, 9:25 ძველი საბერძნეთი - ეს არამარტო ეპიკური გმირები, თეთრ ტოგაში გამოწყობილი ფილოსოფოსები, დემოკრატიაზე მოკამათე პოლიტიკოსები, ანტიკური სკულპტურები და თეთრი მარმარილოსაგან გამოქანდაკებული ნატიფი ფიგურებია. ისტორიას კარგად ახსოვს ძველბერძნული საზოგადოების ბნელი მხარეები, რომელზე საუბარსაც ხშირად თავს არიდებენ მემატიანეები. მაგალითად, ასეთი იყო პანიკური შიში აღსასრულებლისა-მიცვალებულთა სამეფოსი, რომელიც სავსე იყო დემონებითა და მოჩვენებებით. სწორედ აღსასრულებელი განასახიერებდა ძველი მსოფლიოს ხალხებისათვის ყველაზე შემზარავ, შემაძრწუნებელ ადგილს, სადაც მოხვედრის აუცილებლობა შიშის ზარს სცემდა ადამიანებს.
ფოტოზე: სამსხვერპლო ძროხა რაფაელის ტილოზე "მსხვერპლშეწირვა ლუსტრში" ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII - V საუკუნეებში ძველი საბერძნეთის საზოგადოება შეპყრობილი იყო ''სიწმინდის'' მანიით-ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველაფერი ის, რაც ნორმებიდან გადახრაზე მიუთითებდა, აღიქმებოდა როგორც საშინელი საფრთხე. ადამიანების ფიზიკური ნაკლი საზოგადოებისათვის საშიშად და მორალურ დანაშაულად მიიჩნეოდა. ამიტომ თუ ბავშვი რაიმე ფიზიკური ნაკლით ან შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადებოდა, მას მშობლებს ართმევდნენ, მიჰყავდათ ქალაქგარეთ და იქ კლავდნენ, ან ბედის ანაბარად ტოვებდნენ. ფოტოზე: ესფიალტი-ბერძენი, რომელმაც თავისი თანამემამულეები სპარსელებს მიჰყიდა (ფილმიდან "300 სპარტელი) ძველი საბერძნეთის საზოგადოება იმპერიის ჩასახვის პერიოდში აქტიურად იბრძოდა გადარჩენისათვის. ეპიდემიების ან გვალვის, შიმშილობის ან ომების დროს ბერძნულ ქალაქებსა და სოფლებში ეძებდნენ ყველაზე მახინჯ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში ბავშვებს (იმ პერიოდში ფიზიკური ნაკლის მქონეები იშვიათად აღწევდნენ ზრდასრულ ასაკამდე). მათ ფარმაკებს (ძვ. ბერძნული pharmakos-მახინჯი) უწოდებდნენ. სწორედ ფარმაკები ხდებოდნენ სასტიკი რიტუალების უნებლიე მსხვერპლნი. ამ ადამიანებს სამი დღის განმავლობაში კვებავდნენ იმ დროისათის ყველაზე გამორჩეული დელიკატესებით(მათ მიერ შეჭმული საკვები ღმერთებისათვის შეწირულად ითვლებოდა), შემდეგ კი გამოჰყავდათ ქუჩაში, სადაც ბრბო მათ სცემდა, აგინებდა, ქვებს ესროდა. ფარმაკების შემდგომი ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ რეგიონში ხდებოდა რიტუალის ჩატარება. ზოგან ფარმაკებს უბრალოდ ქალაქიდან დევნიდნენ, სხვაგან ქვებით ჩაქოლავდნენ, ზოგანაც კოცონზე ცოცხლად წვავდნენ ან ქალაქის გალავნიდან აგდებდნენ. ფოტოზე: ათონის აკროპოლი, სადაც ფარმაკების რიტუალი ყოველწლიურად ტარდებოდა ძველი საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში მსხვერპლშეწირვის რიტუალს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, ათენში ყოველწლიურად ტარდებოდა ტარგელია-არტემიდას და აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაული. სწორედ ამ ფესტივალზე ხდებოდა ფარნაკების მსხვერპლშეწირვა: როგორც წესი, სწირავდნენ ერთ ქალს და ერთ მამაკაცს. ფოტოზე: მედუზა გორგონა-ძველბერძნული საშინელების ეტალონი. კარავაჯო, 1598-1599 წლები რა თქმა უნდა, ფარმაკების ფიზიკური განადგურება პრობლემის გადაწყვეტას ვერ შველოდა, მაგრამ "განტევების ვაცის" პოვნა და დასჯა ძველ ბერძნულ საზოგადოებას უხსნიდა სოციალურ დაძაბულობას და ხელს უწყობდა ხალხის გაერთიანებას. 800 6-ს მოსწონს |
ბოროტის ხელში ხდება ბოროტი.
ღმერთო მოგვეცი კეთილის ბედი,
რომ კეთილები დავრჩეთ ბოლომდი.
ხალხი ბრძენია, ვინა თქვა, რა დროს?
ხალხი ბრძენია არა ყოველთვის,
თუ ბოროტ მეფეს ბოროტი აწყობს, ის შეიძლება გახდეს ბოროტიც.
-გარემოების შესაფერისად,
ის შეიძლება გახდეს ცბიერიც,
თუ აუშენებ რკინის გალიას, და გეყოლება მუდამ მშიერი.
ხალხი, -ეს მე ვარ, ხალხი, -ეს შენ ხარ,
თვითოეული არის ჩვენ გვარი,
მაგრამ სხვადასხვა ფიქრით და აზრით, ხან გაქცეული, ხან მადევარი.
ხალხი ბრძენია. და ხალხი ამ დროს
ცვალებადია იგი ყველა მხრივ,
ემორჩილება ძლიერთა ალღოს, ვერაგის ხელში, ხდება ვერაგიც.
ერთს შეგახსენებ:- იესო ქრისტეს, შემოახია ხალხმა პერანგი.
დიახ, ხალხისგან იშვება ყველა
კარგი მონაც და კარგი ბატონიც
ხალხი ბრძენია , ბრძენ კაცის ხელში, როცა ბრძენია მისი პატრონი.
ხალხი ბრძენია, მაგრამ ეგ არი,
უნდა მიაგნო მის გულის ცემას,
ვინც ამაას შესძლებს არის მენცარი!, ის მილიონში, ერთია ჯერაც,
-ღმერთო მოგვმადლე კიდევ ილია2, ვისიც ქართველ ხალხს, კიდევა სჯერა.
1.მენცარი- მეგრულად მეცნიერს ჰქვია.
* 2. ილია - ილია ჭავჭავაძე