ვარსკვლავები ბელორუსმა მოდელმა სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა,თუმცა კომპლიმენტების ნაცვლად მისმა მაცივარმა მიიქცია ყურადღება 2020, 27 მარტი, 12:14 კრისტინა აზარენოკი მიხვდა, რომ იყო ცნობადი ადამიანი არც ისე ადვილია როგორც თავად ეგონა.
ნებისმიერი გოგოს მსგავსად, მინსკელ კრისტინას სურს გახდეს პოპულარული, ამიტომ ის ხშირად აქვეყნებს პიკანტურ ფოტოებს საკუთარ პროფილზე. გამომწერები თითოეულ სურათს დიდი მოწონებით აღიქვამენ, მაგრამ ბოლოჯერ მოხდა რაღაც შეცდომა. Twitter -ზე გოგონამ გამოაქვეყენა მორიგი ფოტო სამზარეულოდან, სადაც მაქმანებიანი საცვალი აცვია ასეთი წარწერით: "სანამ გოგოები სხედან ფიზიოლოგიაზე, მე სახლში ვზივარ ავადმყოფობის გამო." კრისტინა იმედოვნებდა, რომ ჩვეულებრივი "ლაიქებს" და კომპლიმენტებს მიიღებდა, მაგრამ გამომწერების რეაქციამ იგი გააკვირვა. Twitter მომხმარებლებს უფრო დააინტერესდათ მაცივრის და გაზქურის გვერდიგვერდ დგომა. თავიდან ეს თითქოს ხუმრობა ეგონა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი ასეთი კომენტარი დაიდო მაცივარზე და გაზქურაზე, რამაც კრისტინა წონაწორობიდან გამოიყვანა. "ეი, სად გინახავს გაზქურა და მაცივარი ასე მჭიდროს იდგეს ერთმანეთთან?" "არ შეიძლება მაცივარი და გაზქურა ასე ახლოს იყოს ერთმანეთთან" "ვინ დგამს ასე ახლოს მაცივარს და გაზქურას"?-ეკითხებოდნენ კრისტინას "კიდევ რამდენი ადამიანი მომწერს ამის შესახებ???? 100?200?"-გაბრაზებით უპასუხა კრისტინამ თაყვანისმცემლებს. თუმცა სოცქსელის მომხმარებლები ამანაც ვერ შეაჩერა და სულ მალე ამ თემაზე მემებიც გამოაცხეს. 564 5-ს მოსწონს
|