საზოგადოება როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომელიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ 2020, 27 მარტი, 10:35 სილამაზის სალონებში სტუმრობა, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გვიწევს. კორონავირუსმა გაურკვეველი ვადით სახლებში გამოგვკეტა და ჩვენს კანსაც მოაკლდა მზის სხივებთან ხშირი კონტაქტი. როგორც მოგეხსენებათ, D ვიტამინს ორგანიზმი სწორედ მზის დახმარებით იღებს. იზოლაციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თმის და კანის მოვლაც უნდა შეწყვიტოთ. გაზაფხულზე ჩვენი კანი და თმა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ამ სეზონზე აქტუალურია თმის ცვენის პრობლემაც. საბედნიეროდ, არსებობს თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც სალონში წასვლის საჭიროებას იდეალურად ანაცვლებს.
როგორ მოვუაროთ თმასვიტამინების უკმარისობის გამო თმა დროდადრო შესაძლოა გამოშრეს, უფრო მტვრევადი და უსიცოცხლო გახდეს. დამატენიანებელი ნიღბები რეგულარულად გამოყენების შედეგად თმას მეტ სიჯანსაღესა და ბზინვარებას შემატებს. გაიკეთეთ თმის ნიღაბიესპანური ბრენდის - „ბიფაზის“ თმის ნიღაბი მულტივიტამინებით, კვებავს და აღადგენს თმის ღერის სტრუქტურას. თმის დაბანის დროს, შამპუნის ჩამობანის შემდეგ, სველ თმაზე შეიზილეთ ნიღაბი (მოერიდეთ ნიღბის თავის კანთან მოხვედრას), გაიჩერეთ 3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეარჩიეთ ნიღაბი თქვენი თმის ტიპის მიხედვით. დაზიანებული თმისთვის ძალიან ეფექტურია ბიფაზ-სერუმი - თმის ზეთი. შეიზილეთ დაბანილი, სველი თმის ძირებში და არ ჩამოიბანოთ. თმის ზეთის მოხმარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, ან ორჯერ. „ქამელეოს“ კერატინის შემცველი შრატი იდეალურია შეღებილი თმისთვის. როგორ მოვუაროთ სახის კანსიმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ. რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?
აუცილებელია, მოიშოროთ შავი წერტილები. ამისთვის სკრაბი დაგჭირდებათ.
პოლონური ბრენდის -„დერმედიკის“ ნაკრებში შედის: მიცერალური წყალი, დღის კრემი და შრატი. რჩევები ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებისთვის:თქვენ გამოგადგებათ გვირილა, აბზინდა და როზმარინი. ამ სამკურნალო მცენარეებს დადებითი ის აქვს, რომ კანს დაარბილებს და უფრო გლუვს გახდის. ასევე, კანზე ანთებით კერებს ებრძვის. 45 2-ს მოსწონს
|