x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართლური აბრამიანი
ქართლური აბრამიანი


აბრამიანი არის ქართლური საახალწლო-სამეკვლეო ძღვენი. ის თავისი თავისი ფუნქციით გურული ჩიჩილაკის, რაჭულ-ლეჩხუმური "სამგლოვიარო გვერგვის" ზემო იმერული "აბრი პურის", ჯავახური "საახალწლო ტაბლის" აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა "საკვლევარის" ანალოგიაა. ქართლური აბრამიანი წარმოადგენს მოხარშული ღორის თავის, სხვადასხვა სახის რიტუალური პურის (ბასილა, ბედის კვერები და ა.შ.), ხილის, ტკბილეულის, მოხარშული პურის მარცვლის (კორკოტის), ხელადით ღვინისა და სხვა პროდუქტების ნაკრებს, რომელიც დიდ გობზე ტაბაკზე ან ცხრილზეა დაწყობილი. ტერმინი აბრამიანი არ უნდა მომდინარეობდეს ბიბლიური აბრაამის სახელიდან, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევდა, ასევე საეჭვოა ამ ტერმინის წარმოშობა სიტყვიდან "ამბარი, არამედ ეს სახელი "აბრამიანი" მომდინარეობს "აბრის პურის" სახელწოდებისგან.


წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017 წ.


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0