სხვა «შენი ცხოვრების ექსკურსია» (ცხოვრებისეული სიბრძნე და მთავარი გაკვეთილი) 2021, 19 აგვისტო, 9:49 ერთხელ, ერთი მდიდარი ადამიანი, ევროპაში სამოგზაუროდ წავიდა. როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, აეროპორტში ციხე–სიმაგრეების ტურისტული გზამკვლევი შეიძინა და ამ ბროშურაში, მისი ყურადღება ერთმა განცხადებამ მიიქცია. «შენი ცხოვრების ექსკურსია» – ასე იწყებოდა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის სარეკლამო ბლოკი. მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ იქ ჩასვლამდე, საექსკურსიო მომსახურების თანხის გადახდა საჭირო არ იყო და თუ რატომ, ამას ტურისტს ადგილზე აუხსნიდნენ. ხოლო, ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, მხოლოდ ვიზიტის დროის წინასწარ შეთანხმება იყო საჭირო. ჩვენი გმირი, ამ უჩვეულო წინადადებით მაშინვე დაინტერესდა. გადარეკა მითითებულ ნომერზე და ვიზიტის დეტალები შეათანხმა. ადგილზე ჩასულს, ციხე–სიმაგრის კარიბჭესთან, კილტში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა, რომელსაც მისალმების შემდეგ, ჰიკითხა: — დანარჩენები? ციხის დათვალიერება ინდივიდუალურია, ჩვენ არა გვყავს გიდი. მოყოლა რომ დაასრულა, მან სტუმარს კოვზი მისცა და სთხოვა, მოღუნული ნაწილით, ზემოთ დაეჭირა. — შესვლის წინ, ჩვენ ფულს არ ვიღებთ. ხოლო, ექსკურსიის ღირებულება, ასე ფასდება: თქვენს კოვზს ქვიშით გავავსებთ, – სულ 100 გრამი იქნება და ციხეს დამოუკიდებლად დაათვალიერებთ. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ავწონით კოვზში დარჩენილ ქვიშას და ყოველ დაკარგულ გრამზე, 1 ფუნტს ავიღებთ... — და ქვიშას თუ არ დავაბნევ? აბჯრის დარბაზს გვერდი აუარა, რადგან ქარს შეეძლო დაბერვა და ქვიშის გადმოყრა. ის პირდაპირ ქვევით დაეშვა. როდესაც საბრძოლო იარაღს მიუახლოვდა, მიხვდა რომ, თუ მათი დათვალიერება ახლოდან მოუნდებოდა, მოაჯირზე უნდა გადახრილიყო. ეს სახიფათო არ იყო, მაგრამ ქვიშა დაებნეოდა. იგივე მოტივით, მან წამების ოთახს თვალი შორიდან შეავლო და თავისი სიმარჯვით კმაყოფილი, ისევ იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ექსკურსია დაიწყო. იქ მას, სასწორით ხელში, ისევ ის კაცი ელოდებოდა. მან კოვზიდან ქვიშა გადმოყარა და აწონა. — საკვირველია, მაგრამ თქვენ მხოლოდ ნახევარი გრამი დაკარგეთ, – უთხრა მან მამაკაცს. – გილოცავთ, ეს ვიზიტი თქვენთვის უფასოა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ტურისტმა უპასუხა: — რა საშინელებაა! იცით, მე თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მე ისევ ავავსებ თქვენს კოვზს, რადგან ასეთია წესი. მაგრამ, ამჯერად, დაივიწყეთ ქვიშის შესახებ. თქვენ 12 წუთი გაქვთ შემდეგი დამთვალიერებლის მოსვლამდე. სტუმარმა სასწრაფოდ მოკიდა ხელი კოვზს და ანტრისოლზე გაიქცა. მან, იქ განლაგებულ ექსპონატებს, სასწრაფოდ შეავლო თვალი. შემდეგ, მიწისქვეშა ციხეში, შურდულივით დაეშვა, მაგრამ დათვალიერების დრო ამოეწურა... ზევით-ქვევით სირბილში, მან მთელი ქვიშა დააბნია და 11 წუთის შემდეგ, ციხე–სიმაგრიდან ისე გამოვიდა, რომ იარაღის დათვალიერება ვერ მოასწრო. — ქვიშის გარეშე… დიახ… ნუ ღელავთ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. ამჯერად? მოგეწონათ ექსკურსია? — არა, — როგორც იქნა, უპასუხა მან. — მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დამგვიანებოდა... და ქვიშაც სულ დავაბნიე. არხის სხვა სიახლეები:1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში 6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?
127 3-ს მოსწონს
|