x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
«შენი ცხოვრების ექსკურსია» (ცხოვრებისეული სიბრძნე და მთავარი გაკვეთილი)

ერთხელ, ერთი მდიდარი ადამიანი, ევროპაში სამოგზაუროდ წავიდა. როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, აეროპორტში ციხე–სიმაგრეების ტურისტული გზამკვლევი შეიძინა და ამ ბროშურაში, მისი ყურადღება ერთმა განცხადებამ მიიქცია. «შენი ცხოვრების ექსკურსია» – ასე იწყებოდა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის სარეკლამო ბლოკი. მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ იქ ჩასვლამდე, საექსკურსიო მომსახურების თანხის გადახდა საჭირო არ იყო და თუ რატომ, ამას ტურისტს ადგილზე აუხსნიდნენ. ხოლო, ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, მხოლოდ ვიზიტის დროის წინასწარ შეთანხმება იყო საჭირო. ჩვენი გმირი, ამ უჩვეულო წინადადებით მაშინვე დაინტერესდა. გადარეკა მითითებულ ნომერზე და ვიზიტის დეტალები შეათანხმა.


image


ადგილზე ჩასულს, ციხე–სიმაგრის კარიბჭესთან, კილტში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა, რომელსაც მისალმების შემდეგ, ჰიკითხა:
— დანარჩენები უკვე შევიდნენ?

— დანარჩენები? ციხის დათვალიერება ინდივიდუალურია, ჩვენ არა გვყავს გიდი.
ამის შემდეგ, მან ტურისტს აღნიშნული ობიექტის ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ უამბო: სურათებზე, ანტრისოლში განთავსებულ, რაინდების ჯავშნებზე, სარდაფში მდებარე საბრძოლო იარაღზე და წამების ოთახზე, რომელიც მიწისქვეშეთში მდებარეობდა.

მოყოლა რომ დაასრულა, მან სტუმარს კოვზი მისცა და სთხოვა, მოღუნული ნაწილით, ზემოთ დაეჭირა.
— ეს რაღად მინდა? — დაინტერესდა ის.

— შესვლის წინ, ჩვენ ფულს არ ვიღებთ. ხოლო, ექსკურსიის ღირებულება, ასე ფასდება: თქვენს კოვზს ქვიშით გავავსებთ, – სულ 100 გრამი იქნება და ციხეს დამოუკიდებლად დაათვალიერებთ. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ავწონით კოვზში დარჩენილ ქვიშას და ყოველ დაკარგულ გრამზე, 1 ფუნტს ავიღებთ...

— და ქვიშას თუ არ დავაბნევ?
— მაშინ თქვენი ექსკურსია უფასო იქნება.
ტურისტი, ასეთმა პირობამ, გაახალისა. კოვზი ქვიშით აუვსეს და ექსკურსია დაიწყო. საკუთარი ხელის სიმტკიცეში დარწმუნებული ექსკურსანტი, კიბეებზე ნელ-ნელა ადიოდა და თან კოვზს თვალს არ აცილებდა.

აბჯრის დარბაზს გვერდი აუარა, რადგან ქარს შეეძლო დაბერვა და ქვიშის გადმოყრა. ის პირდაპირ ქვევით დაეშვა. როდესაც საბრძოლო იარაღს მიუახლოვდა, მიხვდა რომ, თუ მათი დათვალიერება ახლოდან მოუნდებოდა, მოაჯირზე უნდა გადახრილიყო. ეს სახიფათო არ იყო, მაგრამ ქვიშა დაებნეოდა. იგივე მოტივით, მან წამების ოთახს თვალი შორიდან შეავლო და თავისი სიმარჯვით კმაყოფილი, ისევ იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ექსკურსია დაიწყო. იქ მას, სასწორით ხელში, ისევ ის კაცი ელოდებოდა. მან კოვზიდან ქვიშა გადმოყარა და აწონა.

— საკვირველია, მაგრამ თქვენ მხოლოდ ნახევარი გრამი დაკარგეთ, – უთხრა მან მამაკაცს. – გილოცავთ, ეს ვიზიტი თქვენთვის უფასოა.
— მადლობა.
— სიამოვნება თუ მიიღეთ, დათვალიერებით? — ჰკითხა მას ბოლოს სტუმართმოყვარე შოტლანდიელმა.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ტურისტმა უპასუხა:
— სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მცირე. მე გამუდმებით ქვიშაზე ვფიქრობდი და აქეთ-იქით არ ვიყურებოდი.

— რა საშინელებაა! იცით, მე თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მე ისევ ავავსებ თქვენს კოვზს, რადგან ასეთია წესი. მაგრამ, ამჯერად, დაივიწყეთ ქვიშის შესახებ. თქვენ 12 წუთი გაქვთ შემდეგი დამთვალიერებლის მოსვლამდე.

სტუმარმა სასწრაფოდ მოკიდა ხელი კოვზს და ანტრისოლზე გაიქცა. მან, იქ განლაგებულ ექსპონატებს, სასწრაფოდ შეავლო თვალი. შემდეგ, მიწისქვეშა ციხეში, შურდულივით დაეშვა, მაგრამ დათვალიერების დრო ამოეწურა... ზევით-ქვევით სირბილში, მან მთელი ქვიშა დააბნია და 11 წუთის შემდეგ, ციხე–სიმაგრიდან ისე გამოვიდა, რომ იარაღის დათვალიერება ვერ მოასწრო.

— ქვიშის გარეშე… დიახ… ნუ ღელავთ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. ამჯერად? მოგეწონათ ექსკურსია?
დამთვალიერებელი დაიბნა.

— არა, — როგორც იქნა, უპასუხა მან. — მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დამგვიანებოდა... და ქვიშაც სულ დავაბნიე.
შოტლანდიელმა ამოიოხრა და ვიზიტორს უთხრა:
— არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ციხეში სიარულისას, ცდილობენ რომ არაფერში გადაიხადონ. მათ არ შეუძლიათ ამ მოგზაურობით ისიამოვნონ. ისეთებიც არიან, მუდამ ეჩქარებათ, ყველაფერს რომ კარგავენ და ასევე, სიამოვნებას ვერ იღებენ... და მხოლოდ ერთეულები ეუფლებიან მეცნიერებას ცხოვრების შესახებ. ისინი თავიაანთთვის ხსნიან ამ ცხოვრების ყოველ კუთხე-კუნჭულს და ტკბებიან ყოველი მომენტით, ყოველი წუთით, ამ ცხოვრებაში. მათ იციან: ყველაფრისთვის გადახდა იქნება საჭირო, მაგრამ, იმასაც ხვდებიან, რომ ცხოვრება ამად ნამდვილად ღირს…

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში
2. XXI საუკუნის 10 საუკეთესო ისტორიული დრამა, რომელიც წარსულში დროის მანქანასავით გამოგზაურებთ
3. ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი
4. ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ
5. არჩევანი

6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?

0
127
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0