საზოგადოება იმედი მსოფლიოს: ვუჰანში 1 კვირის შემდეგ თვითიზოლაციის პროგრამები უქმდება! 2020, 26 მარტი, 10:39 კორონავირუსის საწყის ეპიცენტრში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო იმედის ნიშნები უკვე ჩანს. როგორც ცნობილია ჰუბეის პროვინციაში უკვე რამოდენიმე კვირაა ახალი კოვიდ-19 -ით ინფიცირებული ადამიანი არ დაფიქსირებულა. ადგილობრივმა პრესამ მთელ მსოფლიოს ამცნო იმის შესახებ, რომ თუ სიტუაცია უარყოფითისკენ არ შეიცვალა, 8 აპრილს იზოლაციის პროგრამები გაუქმდება და ადამიანები შეძლებენ თავისუფლად ცხოვრებას. ![]() BBC -ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოცხადდა კარანტინი. იანვრიდან მოყოლებული მოქალაქეებს ცხოვრება კარანტინის პირობებში უწევთ, თუმცა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვინც მობილურ აპლიკაციაში "მწვანე" კოდს იხილავს, 8 აპრილიდან ქალაქგარეთ გამგზავრება შეეძლება... ![]() ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც ადამიანები ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან. სამშაბათიდან მათ მიეცათ გარეთ გამოსვლის საშუალება. ამოქმედდა რამოდენიმე სამუშაო ადგილიც. ჰუბეის პროვინციაში სიცოცხლე ნელ-ნელა იწყება. ჩინეთის ჯანდაცვის მინსიტრის განცხადებით ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ბოლო შემთხვევებიდან მხოლოდ 4 აღმოჩნდა შიდა გავრცელება, ხოლო დანარჩენები შემოტანილი... ![]() ვითარება აზიურ ქვეყნებში: ინდოეთში დარჩისახლში ამოქმედდა. სახელმწიფომ ინდოელებს გარეთ გასვლა შეუზღუდა. 1, 3 მილიარდიან ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მატება დაიწყო, რაც ინდოეთის კვალობაზე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. პაკისტანში ინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთზე თითქმის ორჯერ მეტია, თუმცა ჯერ-ჯერობით არც საგანგებო მდგომარება გამოცხადებული და არც იზოლაციის პროგრამებია დაწყებული. ტაილანდში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. #დარჩისახლში საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე. ბანგლადეშში სამხედრო არმია აკონტროლებს მოქალაქეების ქცევებს. ინდონეზიაში ორშაბათს საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ჯაკარტაში მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები მუშაობს. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<32 სასიცოცხლო რამ, რასაც კარანტინის პერიოდში სახლში ყოფნისას ისწავლით! ![]() ეფექტური მეთოდი კორონავირუსთან ბრძოლაში: რა უნდა გავაკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად? ![]() ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი იყო და აღარ არის! ![]() 8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო - ეს უნდა იცოდეთ! ![]() სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში? ![]() დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით! ![]() ![]() 263 9-ს მოსწონს
|