x
image
Yoona
Mediator image
კორონავირუსის გამო გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა: სურათები კოსმოსიდან
უმეტესობა ჩვენგანი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგებს განიცდის. მან მთელი მსოფლიო დაიპყრო, იქნება ეს ექთნები, ექიმები, სამოქალაქო პირი თუ მთელი სახელმწიფო. კარანტინის ზონები დაინფიცირებული ადამიანების პროპორციულად იზრდება და ძალიან რთულია მომავალს პოზიტიურად შევხედოთ, როცა არავის აქვს პასუხი კითხვაზე: „რა იქნება მომავალში“.

მეცნიერები საბოლოოდ დადებით ცვლილებებს აფიქსირებენ, თუმცა ეს შეიძლება არ იყოს ის, რასაც ველოდით.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (European Space Agency (ESA)) მონაცემებით, ასევე რამდენიმე დამოუკიდებელი მკვლევარის თანახმად, COVID-19-ის გავრცელების გამო კარანტინის შემდეგ აზოტის დიოქსიდის გამოშვება იტალიის თავზე მნიშვნელოვნად შემცირდა. თანამგზავრმა Copernicus Sentinel-5P დააფიქსირა NO2-ის (აზოტის ოქსიდის) ემისიის შემცირება, რაც ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე მიუთითებს. ამასთან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება.


image


„აზოტის დიოქსიდის ემისიის შემცირება განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაში, პადანის დაბლობზე შეინიშნება“ - ამბობს კლაუს ზეხნერი, ESA Copernicus Sentinel-5P-ის მისიის ხელმძღვანელი. „ღრუბლების დაფარვის და ამინდის ცვლილებების გამო მონაცემებში შეიძლება ცვლილება იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ემისიების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იტალიის ბლოკირებას ემთხვევა, რაც ტრანსპორტის და ინდუსტრიული ოპერაციების შემცირებით არის გამოწვეული“.


გრაფიკები აჩვენებს, რომ NO2 დაბინძურების თანდათანობითი შემცირება 14 თებერვლიდან იწყება.

image

Copernicus Sentinel-5P Tropomi ყველაზე ზუსტ მოწყობილობად ითვლება, რომელიც კოსმოსიდან ჰაერის დაბინძურებას ზომავს. ეს საზომი თავისუფალი და ღია მონაცემების პოლიტიკის წყალობით მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომია და მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს“ - ამბობს იოზეგ აშბახერი, ESA-ს დამკვირვებელი პროგრამის დირექტორი.


NO2-ის შემცირება სურათზე 24 თებერვალს შეინიშნება.

image

და მნიშვნელოვანი შემცირება მარტში.

image

image

სანტიაგო გასო, NACA-ს მეცნიერ-თანამშრომელი თანამგზავრის მონაცემების შესახებ ტვიტერში წერს. ის განმარტავს, რომ იმის მიუხედავად, რომ NO2-ის ემისიის ცვლილება ნორმალურად ითვლება, რადგან ის განსხვავდება კვირის დღეებით, ბოლო ცვლილებები ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო.


შედარებისთვის რუკაზე ნაჩვენებია NO2-ის დაბინძურების დონე ამა წლის 8 თებერვალს.

image

იგივე მაჩვენებელი შაბათს, 7 მარტს.

image

აი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები, რომელიც იგივე ტენდენციას აჩვენებს.

image

image

თავად იტალიელებიც გარემოს მკვეთ ცვლილებებზე საუბრობენ.

image

მაგალითისთვის, ვენეციის არხები კარანტინის გამო შეზღუდული ტრაფიკის გამო კრისტალურად სუფთა ხდება.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

10 სურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნებას ცივილიზაციის გამარჯვება შეუძლია

image

პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

image

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

image

ლამაზი სახლები, რომლებიც უბრალოდ ყვავილების ზღვაში არიან ჩაფლულნი

image

როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს

image

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
239