x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მერკელი კარანტინშია მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის მატარებელ ექიმთან
მერკელი


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მას შემდეგ, რაც ურთიერთობა ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, გადაწყვიტა, საკუთარი თავი კარანტინში მოექცია.


მერკელს კვირას, პრესკონფერენციის შემდეგ შეატყობინეს, რომ ექიმი, რომელმაც მას პარასკევ საღამოს პნევმოკოკების საწინააღმდეგო ვაქცინა გადასცა, Covid-19-ის მატარებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერი შტეფენ სეიბერტი იუწყება.


მიღებული ცნობისთანავე მერკელმა დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება, თვითიზოლაციაში მოქცეულიყო. მომდევნო დღეებში ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და პერიოდულად აქტიურად შემოწმდება კორონავირუსზე, ხოლო გერმანიის ფედერალური კანცლერის და მთავრობის მეთაურის მოვალეობებს სახლიდან განახორციელებს.



კორონავირუსი


როგორც კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ პნევმოკოკებზე ვაქცინაცია, კორონავირუსის სიმპტომებს უფრო იოლ ფორმებში უმკლავდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს. ამიტომ ექიმები დაჟინებით ურჩევენ მოსახლეობას, გაიკეთონ პნევმოკოკებზე აცრა. ეს განსაკუთრებით ეხება 60 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე მათ, ვისაც აქვს დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია, არტერიული ჰიპერტენზია ან რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება ან ვინც თამბაქოს მოიხმარს, რადგან ადამიანთა ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები იმყოფებიან იმ რისკ-ჯგუფებში, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია ყველაზე მძიმედ გადააქვთ და რომელთა შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია. ანგელა მერკელი კი ასაკის გამო (ის 66 წლისაა) სწორედ ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფში იმყოფება.


0
93
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0