სიახლეები ნახეთ, რას გვირჩევენ ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად 2020, 22 მარტი, 15:00 როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, კორონავირუსი პირველ რიგში, ასაკოვან და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ემუქრება. იმისათვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს და ინფექციას წინააღმდეგობა გაუწიოს, აუცილებელია მისი სხვადასხვა საშუალებით გაძლიერება, და თუ როგორ ამას სტატიაში გავარკვევთ.ჯანსაღი კვებათქვენი რაციონი ძირითადად ჯანსაღი პროდუქტებისგან - ცილებისგან, თევზისგან, ხორცისგან, ლობიოსგან, ბოსტნეულისგან, ხილისგან, პომიდორისგან და კიტრისგან უნდა შედგებოდეს.საუზმეზე - ეცადეთ მიირთვათ ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი ან ფაფა თხილეულითა და ქიშმიშით, დალიეთ ჩაი ლიმონითა და თაფლით, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ჯანჯაფილის ფესვიც. თუ ჩქარობთ და საუზმის დრო არ გაქვთ, მაშინ ერთი ჭიქა კეფირი დალიეთ.სადილზე - მიირთვით ხორცისა და თევზის წვნიანი, მოშუშული ბოსტნეული მწვანილით, ეს შეიძლება იყოს - ბროკოლი, კომბოსტო, ოხრახუში, ასევე ნუ დაივიწყებთ თქვენს ყოველდღიურ მენიუში ნიორისა და ხახვის ჩართვას. ეს პროდუქტები ამარილისისებრთა ოჯახიდაა, რომლებიც მიკრობებს კლავენ და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობენ ხელს.ვახშამზე - სასურველია მსუბუქი კერძები მოამზადოთ, სპეციალისტები განსაკუთრებით, ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებულ წვნიანებს გვირჩევენ. შეგიძლიათ მძიმე კერძები ასევე სალათებით ჩაანაცვლოთ.ცხოვრების ჯანსაღი წესიდილის და საღამოს ვარჯიში კუნთებს გაგიძლიერებთ. კორონავირუსი ორგნიზმში მოხვედრისთანავე ჯერ ფილტვებს აზიანებს, შემდეგ კი - სხეულის ყველა კუნთს. ფილტვების გასაძლიერებლად კარდიო ვარჯიშები და სირბილი დაგეხმარებათ. ცუდი ჩვევებისგან თავი გარკვეული დროით შეიკავეთ.მიიღეთ ვიტამინებიექიმები C და D ვიტამინების მიღებას გვირჩევენ. მოგეხსენებათ, ვიტამინი D წარმოადგენს ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური პროცესების მართვაში. ვიტამინი C კი, კუნთების განვითარებასა და მის აღდგენაზე, სისხლძარღვებზე, ღრძილებსა და კბილებზეა პასუხისმგებელი, ასკორბინის მჟავა ასევე გავლენას ახდენს პანკრეასისა და ფარისებრი ჯირკვლის ეგზოკრინულ ფუნქციაზეც, და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, მკაცრად დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.436 შეფასება არ არის |