სხვა იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვმა 4000 - ს გადააჭარბა 2020, 21 მარტი, 12:26 ოფიციალური მონაცემებით იტალიაში ამ დროისთვის covid - 19 - ით დაინფიცირებული მოქალაქეებიდან 4 440 გამოჯანმრთელდა, თუმცა ეს რიცხვი ბევრად ჩამორჩება ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვს.
ამ დროისთვის იტალიაში ახალი კორონავირუსის 47 021 შემთხვეაა გამოვლენილი, აქედან 4 032 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი 275, 434 შეადგენს, 11 399 ადამიანი გარდაიცვალა, 88 256 დაინფიცირებული კი - გამოჯანმრთელდა.
აღნიშნული მონაცემების ნახვა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ ვებგვერდზე შეგიძლიათ. 118 შეფასება არ არის
|