სხვა ამ მექსიკელმა ძაღლმა 52 ადამიანის სისოცხლე გადაარჩინა! 2017, 18 სექტემბერი, 21:30 ფრიდა არამხოლოდ ლამაზი ძაღლი, არამედ მექსიკის საზღვაო კორპუსის სამაგალითო თანამშრომელია, ის საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ბევრჯერ მოუწია სახიფათო და რთულ სიტუაციებში ყოფნა, მან უკვე 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ბოლოს მან მიწისძვრის დროს 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან, რისთვისაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა მადლობა და აღფრთოვანება საზოგადოების მხრიდან. მის მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ძაღლი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ნიღბითა და ჩექმებით, როგორც ჩანს ამ ატრიბუტიკაში თავს მშვენივრად გრძნობს და დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს. იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად, მამაცურად ებრძვის ყველანაირ დაბრკოლებას. ფრიდას ნიღაბი განკუთვნილია არა მხოლოდ დაზიანებისგან, არამედ კვამლისგან დასაცავადაც. ფეხებზე სპეციალურად შეკერილი ფეხსაცმელი აცვია, რომლის მეშვეობითაც რთულ რელიეფზე გადაადგილება შეუძლია, ძირითად ქვებზე ან ნანგრევებზე. ფრიდას შესახებ უამრავი გამოცემა წერს, იგი შესანიშნავად ამართლებს გამონათქვამს: “ძაღლი ადამიანის მეგობარია!” 94 4-ს მოსწონს
|