სხვა 15 წლის მოზარდმა თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა - ფოტოები 2019, 14 თებერვალი, 19:51 ასტრახანში 15 წლის სკოლის მოსწავლემ შეყვარებულთან ჩხუბის გამო თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა.
ვიდეოში მოზარდმა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართა შეყვარებულს და მამას.
15 წლის ანდრეიმ მანქანა მამას მოპარა და დამშვიდობებიდან რამდენიმე წამში სატვირთოს შეეჯახა. გამოძიების ვერსიით მოზარდმა დიდი მანქანა წინასწარ შეარჩია, რათა შეჯახების შემდეგ მომკვდარიყო.
ვიდრე მანქანას მოიპარავდა, მოზარდმა წერილიც დატოვა: "ყველაფერი მორჩა. მიყვარხარ. შენ ძალიან ბევრჯერ მაწყენინე და მიღალატე. იცი, როგორ მტკივა სული? მკვდარი უკეთესად ვიქნები". - წერდა ანდრეი. მეგობრების თქმით, ბოლო დროს ის სულ გაბრაზებული იყო. იმ დილით სკოლაში რამდენიმე კლასელთან ჩხუბიც მოუვიდა, სკოლიდან კი გაკვეთილების დასრულებამდე წავიდა. 707 1-ს მოსწონს
|