სხვა 16 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ზოოლოგებმაც არ იციან 2020, 25 მარტი, 15:03 შესაძლოა გვეგონა, რომ ცხოველების შესახებ ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ ეს სიმართლე არ ყოფილა. მაგალითად, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ჟირაფს სისინი შეუძლია ან იაგუარის ნაკბენი კუს ბაკანში აღწევს. ყვავები და მტრედები იმახსოვრებენ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც მხრივ შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, იმახსოვრებენ არა ტანსაცმლით, არამედ - მათი სახით, ეს კი ნამდვილად საოცარია, არა?
ჩემს არხზე ხშირად შეხვდებით საინტერესო საკითხებს. ამ სტატიაში რაღაც ახალს გაგაცნობთ ცხოველების შესახებ. ისიამოვნეთ! 1. ყვავები და მტრედები ადამიანებს სახით იმახსოვრებენ.ყვავებს, მტრედებს და ყორნებს ადამიანის სახის ცნობა და დამახსოვრება შეუძლიათ. ასევე, ამ ფრინველებს აქვთ უნარი, წყენა და ბრაზი გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცუდად მოექცნენ.2. ძროხები ზვიგენებზე საშიშები არიან.ყოველწლიურად ძროხები უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ზვიგენები. დაავადებების კონტროლის ცენტრ ‘WONDER’ Database and International Shark Attack File-ის მიხედვით, 2001-2013 წლებში აშშ-ში ძროხებმა 60 ადამიანი მოკლეს, ზვიგენები კი ყოველწლიურად მხოლოდ 1 ადამიანს კლავენ. როგორც ჩანს, ძროხების ზვიგენებზე მეტად უნდა გვეშინოდეს. 3. იაგურის ნაკბენი კუს ბაკანში აღწევს.როცა საქმე ნაკბენის სიძლიერეს ეხება, იაგური ძუძუმწოვრებში მესამე ადგილს იკავებს (პირველ და მეორე ადგილას ლომი და ვეფხვი არიან). მისი კბილები ისეთი გრძელია, ყბები კი ისეთი ძლიერი, რომ კუს ბაკანში და ძროხის თავის ქალაშიც კი აღწევს.4. აქსოლოტს საკუთარი ტვინის აღდგენა შეუძლია.აქსოლოტი სალამანდრას სახეობაა, რომელიც ცნობილია იმით, რომ სხეულის ნებისმიერი ნაწილის აღდგენა შეუძლია, დაწყებული კიდურებითა და კუდით, დამთავრებული გულითა და ფილტვით. სხეულის ნაწილების რეგენერაციის უნარი აქსოლოტის ყველაზე საინტერესო თვისება არ არის.სხეულის ყველა ნაწილი, თვალების ჩათვლით, შეიძლება ერთი აქსოლოტიდან მეორეს ისე გადავუნერგოთ, რომ მისმა იმუნურმა სისტემამ არ უარჰყოს. 1968 წელს ექსპერტიზებმა დაამტკიცა, რომ თუ ერთი აქსოლოტის თავს მეორეს გადავუნერგავთ, ამ შემთხვევაშიც კი ის ნორმალურად გააგრძელებს ფუნქციონირებას. 5. ხოჭოები "ირმის ნახტომის" მიხედვით მოძრაობენ.აფრიკაში მცხოვრები ხოჭოები ცოცვისას ცაში იყურებიან და "ირმის ნახტომის" მიხედვით გადაადგილდებიან. მაშინაც კი, თუ კილომეტრებით მოშორდებიან საკუთარ "სახლებს", უკან დაბრუნება ყოველთვის შეუძლიათ. საინტერესოა, რომ დახურულ ოთახში ისინი ქაოტურად მოძრაობენ, ზოგჯერ წრეზეც კი.6. სპილოებს სარკეში საკუთარი თავის ცნობა შეუძლიათ.სპილოები სარკეში საკუთარ თავს ცნობენ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ თვითშეცნობის გარკვეული უნარი აქვთ, რაც მაიმუნებში და დელფინებშიც შეინიშნება.7. ალიგატორის პირის დახურვა სკოჩით შესაძლებელია.ალიგატორის ყბები იმდენად ძლიერია, რომ მის დასახურად სატვირთო მანქანის ძალაა საჭირო. თუმცა, ამის მიუხედავად, კუნთები, რომლებიც ყბის გაღებაზეა პასუხისმგებელი, იმდენად სუსტია, რომ ყბის დახურვა უბრალო ხელის ძალით ან სკოჩითაც კი შესაძლებელი ხდება.8. შესაძლოა, ძროხას საუკეთესო მეგობარი ჰყავდეს.ძროხებს შეიძლება ნახირის სხვა ძროხებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. ისინი ნაკლებად განიცდიან სტრესს მეგობრებთან ყოფნისას. თუმცა, თუ სხვა ნახირში მოხვდებიან, შფოთვას იწყებენ. დაშორებიდან გარკვეული დროის შემდეგ ძროხები მეგობრულ კავშირს კარგავენ და ვეღარ აღადგენენ მაშინაც კი, თუ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.9. როცა კატას უყურებთ, თვალები უფრო ხშირად უნდა დაახამხამოთ.როცა თვალებს ახამხამებთ, ამით კატას აჩვენებთ, რომ საშიში არ ხართ და თქვენი ნდობა შეიძლება. თვალების ნელა დახამხამება უკეთესიც კია. კატები ამ ჟესტს ასე იმიტომ აღიქვამენ, რომ მათ სამყაროში თვალების დახუჭვა მტაცებლის დანახვაზე ნდობის გამოვლინების უმაღლესი დონეა.10. ზოგი ობობა საჭმელს ცხელ ქვიშაზე ამზადებს.სეოთირები ნამიბიის უდაბნოში და აფრიკის სხვა ნაწილებში ბინადრობენ. ისინი ერესიდის ობობების ჯგუფს მიეკუთვნებიან და ნადირობენ ქვიშაში დამალულ ჭიანჭველებზე. როცა ობობა ვიბრაციას გრძნობს, რომელიც შესაძლოა მისი პოტენციური "საჭმლისგან" მოდიოდეს, ჭიანჭველას ფეხებით იჭერს და ცხელ ქვიშაზე ანარცხებს. შემდეგ კი ელოდება, როდის "შეიწვება კერძი ცოცხლად".11. ჟირაფები ინფრაბგერით კომუნიკაციას იყენებენ.იცოდით, რომ ჟირაფებს შეუძლიათ ბღავილი, კნავილი, ხველება, კიკინი, ღრიალი, ფრუტუნი, ღრუტუნი და ხვრინვა? თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ისინი ძალიან სოციალური ცხოველები არიან და ერთმანეთს ინფრაბგერების გამოყენებით ესაუბრებიან, რაც ადამიანის ყურისთვის გაუგებარია.მკვლევრებმა ზოგი ბგერის დეკოდირება შეძლეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ თუ მამრი ახველებს, ამით მდედრის მიმართ სიმპათიას გამოხატავს. ხოლო თუ კვნესის ან ბუზღუნებს, ამით სხვა მამრთან კონფლიქტზე მიანიშნებს. თუ მდედრი სისინებს, ის საყვედურს გამოთქვამს ან პატარა ჟირაფს ასწავლის. 12. რატომ "შვრებიან" ფრინველები ყველგან, სადაც მოუნდებათ?ფრინველებს სფინქტერი (წრიული კუნთი) არ აქვთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კლოაკას (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო, გაფართოებული მონაკვეთი) ირგვლივ მათ აქვთ კუნთები, მაგრამ საკმაოდ განუვითარებელი. ასე რომ, ისინი, უბრალოდ, ვერ აკონტროლებენ კუჭის მოქმედებას. მონელებული საჭმელი რაღაც დროის შემდეგ მათი ორგანიზმიდან ყოველგვარი დამატებითი აქტივობის გარეშე, თავისით გამოედინება გარეთ.13. ოკაპი მითიურ ცხოველად მიიჩნეოდა მე-20 საუკუნემდე.ოკაპი, რომელსაც ნახევარზებრა-ნახევარჟირაფადაც მოიხსენიებენ, განდეგილის ცხოვრებას მისდევს ტყეში. ეს ცხოველი დასავლეთისთვის მე-20 საუკუნემდე ცნობილი არ იყო და მითიურ ცხოველადაც კი მიიჩნეოდა, როგორიც მარტორქა-ცხენი და დრაკონია.14. ოქროს თევზის პატარა კონტეინერში მოთავსება არ შეიძლება.ოქროს თევზს ხშირად ათავსებენ პატარა აკვარიუმში. მართალია, ეს პაწაწინა არსება საკმაოდ ამტანია, მაგრამ კომფორტული ცხოვრებისთვის ისეთი სივრცე სჭირდება, სადაც 5 გალონი (1გ=5, 54ლ) წყალი მაინც ჩაეტევა. საქმე იმაშია, რომ ამ თევზს საკმაოდ აქტიური კუჭის მოქმედება აქვს, ამიტომაც ძლიერი ფილტრაციის მქონე აკვარიუმი ესაჭიროება. გარდა ამისა, ოქროს თევზი შეიძლება სიგრძეში 25-30სმ-მდე გაიზარდოს და 20 წელიწადზე მეტ ხანს იცოცხლოს. თუ ის უფრო პატარა ასაკში მოკვდება, დიდი შანსია, რომ ეს არასწორ აკვარიუმში მოთავსების გამო ხდებოდეს.15. დათვს ცხენზე სწრაფად შეუძლია სირბილი.შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ დათვს ნამდვილად შეუძლია, დოღის ცხენს გაუსწროს. თუმცა, ამას მხოლოდ მოკლე მანძილზე შეძლებს, რადგან დიდი ამტანობა არ აქვს.16. წავებს ძილის დროს ხელები ჩაკიდებული აქვთ.როცა წავებს წყალზე ზურგით დაწოლილ მდგომარეობაში სძინავთ, ხელებს ერთმანეთს კიდებენ, რათა ძილში არ განცალკევდნენ. ძალიან საყვარლობაა, არა?p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ბუნება არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას - ფოტოკრებული 2. როგორ გამოიყურებიან ალბინოსი ცხოველები (+ იშვიათი ფოტოები) 3. კატები, რომლებიც ბუნებამ განსაკუთრებული ნიშნით დააჯილდოვა 4. როგორ გამოიყურებიან შეჯვარებული ძაღლები - ფოტოკრებული 1509 3-ს მოსწონს
|