x
image
მაია 24
სტრესის მოხსნის 13 არაორდინარული საშუალება ფსიქოლოგებისგან
image


ფიქრები გაგვირბიან, ფოკუსირება გვიჭირს, რაღაც უსიამოვნო შეგრძნება ხასიათს გვიწამლავს, პანიკაში ვართ - აი, სტრესის ტიპური სიმპტომები, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი რჩევები არა მარტო სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და ფორმაში ჩაგდომაში დაგეხმარებათ, არამედ დაბერების პროცესის შენელებასაც შეუწყობს ხელს.


  • თმის ვარცხნა

  • თანამედროვე სამსახური მონიტორთან მთელი დღე მონიტორთან ჯდომად იქცა. მიმიკური მუსკულატურა იმდენად დაძაბულია, თავი გვიმძიმდება და გვტივდება. თმის ვარცხნა სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კუნთებს ადუნებს. იგი ერთგვარი რელაქსია. 10-15 წუთიანი პროცედურა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.


  • ნაყინის ჭამა

  • გემრიელი საჭმელი ძალიან ეფექტური სტრესის საწინააღმდეგო დოპინგია. კარგი განწყობის შენარჩუნებაში და სტრესის მოხსნაში თევზი დაგეხმარებათ, რომელიც ომეგა სამს შეიცავს და ნერვულ სისტემას ძალიან უხდება. თუკი თევზის დიდი თაყვანისმცემელი არ ხართ ბანანი ან ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ. მათ ანტიდეპრესანტებზე ნაკლები ეფექტი არ აქვთ და თან უკუჩვენებების ნაცვლად ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ.


  • მასაჟი


  • ენერგიის აღსადგენად 30 წამის განმავლობაში დაიმასაჟეთ სხეულზე შემდეგი წერტილები: ცხვირის ქვეშ, ნესტოებთან, წარბებს შორის, ყურებს ქვემოთ, ქვედა ტუჩს ქვემოთ და ხელისგულების ცენტრები.


  • ხელისგულების და ყურების დაზელვა

  • ნერვული დაძაბულობის, სტრესის მოხსნა და ენერგიით დამუხტვა შესაძლებელია ხელისგულების დაზელვით. იმდენ ხანს უხახუნეთ ხელისგულები ერთმანეთს, იმდენ ხანს იფშვნიტეთ სანამ ისინი არ გაცხელდება. კარგია ყურის ბიბილოების დაზილვაც. იგი გამოგაფხიზლებთ და ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ.


  • შხაპი

  • 15 წუთიანი შხაპი მთელს ნეგატივს ჩამოგბანთ. ისე დადექით წყლის ნაკადის ქვეშ რომ იგი თავსა და მხრებზე გეცემოდეთ. ცოტა ხანში იგრძნობთ როგორ მიაქვს წყალს ყველაფერი უსარგებლო. დაძაბული დღის შემდეგ, კონფლიქტის შემდეგ, ნეგატიური ემოციების მიღების შემდეგ შხაპის მიღება აუცილებელი პროცედურაა


  • 27 საგანი

  • აღმოსავლური სწავლების მიხედვით თუკი სევდისგან და მწუხარებისგან გათავისუფლება გსურთ გადაადგილეთ სახლში ზუსტად 27 საგანი. მიიჩნევა, რომ ამ გზით სივრცეს ათავისუფლებთ ენერგიისთვის, რომელიც შემდეგ სწორ მიმართულებას იძენს. სცადეთ ეს მეთოდი და დარწმუნდით რომ იგი ტვინს გადატვირთვაში ეხმარება და დაძაბულობას გიხსნით.


  • კიბე

  • აჩუქეთ კიბეზე არბენა-ჩამორბენის ერთი წუთი საკუთარ ტვინს, 30 წამი ზევით, 30 წამი ქვევით. ეს ვარჯიში ტვინის იმ ნაწილს ამარაგებს ჟანგბადით, რომელსაც ემოციურ სტრესთან გამკლავების ფუნქცია აქვს აღებული.


  • გაფერადება

  • ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუკი 2-3 წუთის განმავლობაში მოვწყდებით საქმს და ნახატის გაფერადებით დავკავდებით, ეს შეგვიმცირებს სტრესს და 5-ჯერ გაზრდის სამუშაოს დროულად დამთავრების შანსს.


  • კარკედე

  • ეს ეგვიპტური სასმელია, რომელსაც ჰიბისკუსსაც ეძახიან და სუდნურ ვარდსაც. მისი ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის რადიკალებს, რომელთა გამოც ადამიანს პანიკის შეგრძნება ეუფლება. ჰიბისკუსი ხსნის სტრესს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და არეგულირებს წნევას.


  • დალაგება

  • სახლის, სამუშაო მაგიდის დალაგება ფიქრების დალაგებაშიც დაგეხმარებათ. ამგვარი ფიზიკური აქტივობის შემდეგ ტვინს ექმნება ილუზია, რომ რაღაც მოაწესრიგა, სისტემაში მოაქცია, ორგანიზება გაუკეთა და მოხსნილი სტრესით დამშვიდებული ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს.


  • დრო ფიქრისთვის

  • პერიოდულად აუცილებელია ცოტა ხნით მარტო დარჩენა, რომ ფიქრები დაალაგოთ. გამონახეთ ასეთი წუთები – განმარტოვდით, ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მოიმარაგეთ საყვარელი სასუსნავები, ფურცელი, კალამი, და გემრიელად მოეწყვეთ სავარძელში. დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე მეტად და რის გაკეთებას აპირებთ ამ სურვილის შესასრულებლად. ყველაფერი ჩამოწერეთ მშრალად და კონკრეტულად.


  • არომათერაპია

  • სუნები ემოციურ მეხსიერებასთანაა დაკავშირებული. ძალიან კარგი იქნება თუ თან ატარებთ არომატებს, რომლებიც ბედნიერების, გამარჯვების, სიხარულის წუთებს გაგახსენებთ. რაც შეიძლება ხშირად დაყნოსეთ მათ. იგი განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.


  • ცეკვა

  • იცეკვეთ, აუცილებლად იცეკვეთ სახლში. რიტმული მოძრაობები სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ცეკვის დროს ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება და თქვენ თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ!


    წყარო, შესაბამისი ნებართვით mental.ge


    ასევე ნახეთ:


    "ღიპი დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან" - გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე


    ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები სწორ აღზრდაზე


    9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


    როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან

    "კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

    ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


    სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



    "ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" - თუ ფიქრობ, რომ საუკეთესო დედა არ ხარ, მაშინ წაიკითხე



    ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


    2
    1561
    შეფასება არ არის
    ავტორი:მაია 24
    მაია 24
    1561
      
    2020, 23 მარტი, 3:05
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    2020, 21 მარტი, 2:36
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 2