x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
კორონავირუსის ქრონოლოგიური სიმპტომები 1-9 დღეში - სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებული ვიდეო!

სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსს ყველაზე ეფექტურად ებრძვის. ვირუსის პრევენციისთვის მათ უკვე მიიღეს სერიოზული ზომები, რომელიც შეგიძლიათ იხილით მოცემულ სტატიაში - "როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს!".


სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ძლიერი ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მოქმედებს დაინფიცირებულ ადამიანზე კორონავირუსი პირველ 9 დღეში. წარმოგიდგენთ ვიდეოს თურქული ტიტრებით, რომელსაც სტატიის სახით ქართულ ენაზე მოგაწვდით...


image





1-3 დღე:


პირველივე დღიდან სიმპტომები ძალიან ჰგავს სიცხის და გაციების სიმპტომებს. სხეულის ტემპერატურაში მატება შეინიშნება. შესაძლოა მცირედი ყელის ტკივილიც იგრძნოთ (ან არა)... გულისრევებიც აქედან იწყება, თუმცა ნაკლებად ეფექტურია! დაინფიცირებულები პირველ 3 დღეში საკვებს ჩვეულებრივ რეჟიმში მიირთმევენ.


image




4. დღე:


მეოთხე დღეს ყელის ტკივილები უფრო ძლიერდება. ინფიცირებული ნელ-ნელა უმადობას გრძნობს. სხეულის ტემპერატურა 36.5 - 37.0 -მდე იცვლება. იგრძნობა თავის ტკივილებიც.

image





5. დღე:


მეხუთე დღეს ვირუსი ორგანიზმში უკვე ძლიერდება. ყელის ტკივილები საშინელ სახეს იღებს, სმა-ჭამა რთულდება. იწყება წელის და სხეულის სხვადასხვა ნაწილის უეცარი ტკივილები. ტემპერატურა 37-ს აღემატება და ხმის ჩახშობაც თან დასდევს ამ ყველაფერს.


image






6. დღე:


სხეულის ტემპერატურა 37-ზე დაბლა არ ეცემა. ყელის ტკივილებს ამჯერად მშრალი ხველება მოჰყვება... ინფიცირებული ჰაერის უკმარისობას განიცდის, ძლიერი თავბრუსხვევა და გულისრევებიც უფრო ხშირი ხდება. დღის განმავლობაში ძლიერ დაღლილობას გრძნობს, მოულოდნელი ტკივილები კიდურებიდან სხეულის ყველა წერტილში აღწევს. ავადმყოფი საკვებს ვეღარ ჭამს, რაშიც ყელის ტკივილების როლიც ძალიან დიდია.


image






7. დღე:


სხეულის ტემპერატურა 38-ს აღემატება, მშრალი ხველება უფრო გახშირდება. დაიწყება პირღებინება უმიზეზოდ (რათქმაუნდა მთავარი მიზეზი კორონავირუსია). იმუნური სისტემბა იწყებს კორონავირუსთან ბრძოლას!

image





8. დღე:


მერვე დღეს ინფიცირებულის თითოეული სიმპტომი უფრო გართულდება. ტკივილები გულკმერდის არეშიც იწყება...იწყება თავის შემაწუხებელი ტკივილებიც . სხეულის ტემპერატურა 39-ს მიაღწევს.


image





9. დღე:


ყველა სიმპტომი გადადის დასკვნით ფაზაში. ვინაიდან ვაქცინა არ არსებობს, ყველაფერი უკვე თქვენს იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული.


ვიდეო:





ადამიანების უმეტესობა ამ ვირუსს ამარცხებს. კორონავირუსთან სუსტად გამოიყურებიან რისკ ჯგუფის ასაკის ადამიანები, თუმცა საბედნიეროდ ვირუსი ძალიან ბევრმა მათგანმა დაამრცხა. ვიდეო დამზადებულია სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ტიტრები არის თურქულენოვანი და არის სწორად ნათარგმნი. გისურვებთ ჯანმრთელობას! #დარჩისახლში























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



როგორ ერთობიან ფეხბურთის ვარსკვლავები თვითიზოლაციაში?

image



მსოფლიო ბოლო 24 საათში: კორონავირუსის ეფექტი (19 მარტი)

image



პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი?

image



როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს!

image



34 კადრი 23 ქვეყნიდან - კორონავირუსის მძიმე სურათი!

image



კორონავირუსის შემთხვევა აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა - ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (29 თებერვალი)

image



სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image



დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით!

image




0
9197
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
9197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0