სხვა ვიდეო- მთავარი საკვები ოთახის მცენარეებისთვის, რომლის შედეგიც გაგაოცებთ 2020, 18 მარტი, 15:52 ოთახის ყვავილების მორწყვა სხვადასხდა საშინაო საშუალებით იძლევა დიდ ეფექტს და ყვავილები განსაკუთრებული სილამაზით ყვავიან. შაქრიანი სიროფით ყვავილების მორწყვისას ყვავილები მაშინვე იღვიძებენ, განსაკუთრებით კი კაპრიზული ბეგონია. ჩვეულებრივ ზამთრის სეზონში, ჩვენ ვეერ ვხედავთ მის ყვავილებს, მაგრამ შაქრიანი წყალით მორწყვის მერე ბეგონია ბევრ კვირტს გამოიღებს. შაქრის სიროფი შეგიძლიათ გამოიყენოთ წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უმეტეს თვეში ერთხელ. თუ შეამცირებთ მორწყვას შორის ინტერვალს, მაშინ პათოგენური ორგანიზმები გაჩნდებიან ნიადაგის ზედაპირზე, რომლის გამოდევნა ყოველთვის არ არის ადვილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაიცვათ განზავების და მორწყვის ნორმები ზოგადად, შაქრის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გლუკოზის ხსნარი, სწორედ ეს ნივთიერებაა, რომელიც ძალიან მოსწონს მრავალ ყვავილს, რადგან ეს მათ სერიოზულ მხარდაჭერას უწევს. ყველა სახის ფიკუსებს, დრაცენს, შიდა პალმებს, ვარდებს და სხვა მცენარეებს, რომლებიც ყვავის, განსაკუთრებით კარგად ეხმარება შაქრიანი წყალით მორწყვა. თუ თქვენს სახლში გაქვთ ასეთი მცენარეები და მათ ცხოვრებას უფრო ტკბილს გახდით, ნახავთ, მადლობას როგორ გადაგიხდიან. ყვავილების მოსარწყავად 1 ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას ერთი სუფრის კოვში შაქარი ან 1 ჩაის კოვზი გლუკოზა. შემდეგ კარგად უნდა იქნას გახსნილი და უნდა მოასხათ უკვე ჩეულებრივი წყალით მორწყულ მცენარეს. მშრალ ნიადაგზე მორწყვა არ ღირს, ამ შემთხვევაში განაყოფიერების განაწილება არ იქნება ერთგვაროვანი, შესაბამისად, შემცირდება ეფექტურობა. ორი-სამი დღის შემდეგ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. 209 1-ს მოსწონს
|