x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ყველა აზიელი ჩინელი არაა! ნახეთ რა განსხვავებაა მათ შორის

image

კორეელი

image

კორეელებს შედარებით ბრტყელი და კვადრატული სახის მოყვანილობა აქვთ. ცხვირი ხშირ შემთხვევაში ფართო აქვთ, რომელსაც სხვადასხვა კოსმეტოლოგიური ჩარევებით ისწორებენ. დღეს საკმაოდ რთულია კორეელების ტიპიური გარეგნობის აღწერა, რადგანაც ისინი მასშტაბურად არიან მიდრეკილები პლასტიკური ოპერაციებისკენ, სტატისტიკის მიხედვით კორეელების 80 % ს მსგავსი ოპერაცია აქვს გაკეთებული. ახალგაზრდებს სრულწლოვნობის დროს მშობლები აძლევენ ფულს დაბადების დღის საჩუქრად რათა სახე “გაილამაზონ''. ასე რომ, თუ აზიელი დაინახეთ ბარბის გარეგნობით, ის უმეტეს შემთხვევაში სწორედ სამხრეთ კორეიდან იქნება. გარდა ამისა, კორეელები დიდ ყურადღებას აქცევენ კანს, ცუდ ტონად ითვლება თუ სახის კანი მოუვლელი გაქვს. არ მიესალმებიან ტატუებს სხეულზე და იშვიათად აქვთ თმის შავი ფერი.

ჩინელები

image

ჩინელებს ფართო სახე და ყბები აქვთ, ცხვირი კი ბრტყელი. სახის კანი შედარებით მუქი აქვთ და ხანდახან მოყვითალო ფერიც ერევათ. საერთო მასაში, შეიძლება ითქვას, რომ ქალები თავს დიდად არ უვლიან და თავისუფლად შეუძლიატ ქუჩაში ჭუჭყიანი ტანსაცმლითაც გავიდნენ, თუმცა თუ ზრუნავენ ჩაცმულობაზე, მაშინ ნათელ და ბრჭყვიალა ფერებს ანიჭებენ უპირატესობას. ქალებიც და კაცებიც თმას სხვადასხვა ფერებში იღებავენ. რაც შეეხება მაკიაჟს, ჩინელებს ის ხელოვნების დონემდე აყავთ. სწორედ მაკიაჟის წყალობით იქმნიან ე. წ. “ევროპულ '' სახეს.

ბოლო დროს კი მათი ტენდენცია სიმსუქნისკენ წავიდა. ჩინელები იმპულურები არიან და ხშირად ჟესტიკულაციითაც საუბრობენ.

იაპონელები

image

იაპონელები სხვა აზიელებისგან განსხვავებით შედარებით მაღლები და გამხდრები არიან. ამასთან, შედარებით დიდი თავი და ფართო თვალები აქვთ. მათ წინ წამოწეული ცხვირი აქვთ და არა ბრტყელი. აქვთ ღია კანის ფერი და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა კოსმეტოლოგიური საშუალებებით უფრო იღიავებენ. იაპონელები ზოგადად ძალიან უვლიან თავს და სისუფთავის მოყვარულები არიან. გოგონები ძირითადად მსუბუქ მაკიაჟს ატარებენ და ბრენდულ ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. ასევე, იაპონელებს რატომღაც მოსწონთ, როდესაც დაბრეცილი ნაბიჯებით დადიან. და რა თქმა უნდა ახალგაზრდები, მათ შეიძლება ითქვას რომ თავიანთი სამყარო აქვთ. ბაძავენ ანიმეს პერსონაჟებს ჩაცმის სტილით და აღმერთებენ “ქოსფლეის''.

იაპონელები ძალიან წყნარად და გარკვევით საუბრობენ და პრაქტიკულად არ აქვთ ინტონაცია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასოდეს არაა ხმაური.

ვიეტნამელები

image

ვიეტნამელები აზიაში ყველაზე ლამაზ ქალებად ითვლებიან, მათ ადარებენ კორეელებს, ოღონდ პლატიკური ოპერაციების გარეშე. ქალებს გამოკვეთილი სხეულის ფორმები აქვთ. კანის მზისგან დასაცავად ხშირად თავიდან ბოლომდე ნაჭრებს იხვევენ ხოლმე, სიცხეშიც კი. სპეციალური ქურთუკიც კი აქვთ მზისგან თავის დასაცავად. ყოველთვის ატარებენ სახის ნიღბებს ბინძური ჰაერიგან თავის დასაცავად. ქალებს უყვართ თავის მოვლა და მაკიაჟი, ყოველთვის ისე იცვამენ, თითქის წვეულებაზე მიდიოდნენ მოკლე შორტები, კაბები და მაღალი ქუსლები მათი ყოველდღიური ნორმაა.

ტაილანდელები

image

ტაილანდელები არ იკეთებენ პლატიკურ ოპერაციებს, არიან დაბალი სიმაღლის და მინიატურულები. ქალებს არ აქვთ გამოკვეთილი ფორმები და მკერდს და საჯდომს თავისებურად მაინც იდიდებენ. ტაილანდელებს უყვართ ღია კანი ფერი, მაგრამ მათ უმეტეობას მუქი ფერის კანი აქვთ, ამიტომ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური საშუალებებით ითეთრებენ. ტაილანდელებს წვრილი თვალის ჭრილი აქვთ ამიტომ ქალები თვალზე მკვეთრ მაკიაჟს ანიჭებენ უპირატესობას.

0
538
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0