საზოგადოება როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს! 2020, 18 მარტი, 11:39 სინგაპური არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის შეჩერება მოახერხა. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მაინც. ქვეყანამ SARS და H1N1'- ის დამარცხებით ჯადაცვის სისტემა ბევრად უფრო გააუმჯობესა, ამჯერად ისინი კორონავირუსს ებრძვიან. 2002-2003 წლებში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით ( SARS) სინგაპურში 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან დაცულიყო. 2009 წელს ღორის გრიპმა მექსიკიდან სინგაპურშიც შეაღწია, თუმცა ქვეყანა ამჯერად ბევრად უფრო ძლიერად შეხვდა ახალ ეპიდემიას. დღეს ისინი COVID-19-ის წინააღმდეგ იბრძვიან. სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა მზად დახვდა მძიმე პანდემიას... ჩინეთიდან ვირუსი ქვეყანაში მალევე შეიჭრა, თუმცა ტაივანის, სამხრეთ კორეის და ჰონგ კონგის მსგავსად, სინგაპურმაც მიიღო ზომები: მალევე დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სკოლები, რესტორნები, ბარები და გასართობი ცენტრები... ჩაიკეტა საზღვრები და გაიხსნა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მოქალაქეები შეძლებდნენ ვირუსთან ბრძოლას. შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც ინფიცირებულები და მათი კონტაქტები განცალკევებულად მოათავსეს. თვით სინგაპურელებმაც ისურვეს ვირუსის დამარცხება... ისინი არ არღვევენ თვითიზოლაციის წესებს და ემორჩილებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ახლა კი გავეცნოთ სინგაპურის ჯადაცვის და მთავრობის მიერ მიღებულ 8 უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომელმაც კორონავირუსის შეჩერება მოახერხა: 1. მათ დამოუკიდებლად შექმნეს კორონავირუსის ტესტირებისთვის საჭირო სისტემა, რომლის საშუალებითაც ეფექტურად შეუდგნენ ვირუსის პრევენციას. იგივე მეთოდით მუშაობენ ჰონგ–კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც. 2. ყველა ჩამოთვლილმა ქვეყანამ( ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, იაპონია და სინგაპური) სიფრთხილის ზომები მიიღო მასობრივი მიგრაციის შესაძლებლობის წინააღმდეგ. 3. მათ უფასო ტესტირება გაუწიეს თავიანთ მოქალაქეებს. 4. მათ თავიანთი ნიღბები თავად შექმნეს და საზოგადოებას უფასოდ გადასცეს! 5. სხეულის ტემპერატურის კონტროლი კეთდება ყველგან, სადაც მოგზაურობა ხორციელდება! 6. სინგაპურის მთავრობა რეგულარულად აწვდის ინფორმაციას თავის მოქალაქეებს. 7. სახელმწიფო ეხმარება მათ, ვისაც ამ სიტუაციის გამო არ შეუძლია ფულის შოვნა! 8. საავადმყოფოებმა უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღეს. დღეს სინგაპური, ტაივანი, ჰონგ–კონგი და სამხრეთ კორეა ყველაზე ახლოს არიან კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხებასთან. (ჩინეთის შემდეგ) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით! 4 ნაგებობა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან! 9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია! ვითარება ირანში - 15 კადრი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთული სიტუაციაა დღეს ირანში! სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში? 1230 3-ს მოსწონს
|