რელიგია ამის დაჯერება თითქმის შეუძლებელია: 10 რამ, რაც საუდის არაბეთში ქალებს კატეგორიულად ეკრძალებათ 2020, 16 მარტი, 16:00
ფემინისტები ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან, და უნდა აღინიშნოს, რომ მათ ბევრ რამესაც მიაღწიეს: ქალები ირჩევენ სად იმუშაონ, როგორ მოაწყონ საკუთარი პირადი ცხოვრება, რა ჩაიცვან და ზოგადად, როგორ იცხოვრონ. თუმცა, საუდის არაბეთში ქალები კვლავ ჭურში სხედან. მათ თითქმის ყველაფერი ეკრძალებათ, და იმისთვის, რომ ელემენტარული რაღაც სათავისოდ მიიღონ, ამისთვის ნებართვა მამაკაცისგან უნდა აიღონ.
ქალებმა არა მხოლოდ საკუთარი სხეული, არამედ პირველ რიგში, სახე უნდა დაიფარონ, ამიტომ ხშირად შეხვდებით ქუჩებში ქალბატონებს, რომლებსაც მხოლოდ თვალები უჩანთ. სამოსი არ უნდა იყოს გამომწვევი, თუკი გოგონას გააუპატიურებენ, დამნაშავე მხოლოდ თავად იქნება.
ქალს მანქანის მართვა მხოლოდ მამისგან ან ქმრისგან ნებართვის აღების შემთხვევაში შეუძლია.
მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს გაგიკვირდებათ და, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ, იქ მათ უბრალოდ არავინ აუშვებს, აი, რაც შეეხება ფეხით სიარულს მათ ამას არავინ უკრძალავს, ტაქსით მგზავრობისთვის კი, ქალი ვალდებულია უფლება მამისგან ან ქმრისგან აიღოს.
საუდის არაბეთში ქალს ყურადღებას - მამა, ქმარი ან მამრობითი სქესის ნათესავი აქცევს. მას არ აქვს უფლება მამაკაცის მისამართით რაიმე პრეტენზია გამოთქვას, რადგან მის გარეშე, მისთვის ქვეყანაში არსებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის კარი უბრალოდ დახურულია.
ქორწინების ასაკი განსაზღვრული არ არის, ქალებს აქ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკშივე ათხოვებენ, მანამდე ის, მამის საკუთრებად ითვლება, ხოლო ქორწილის შემდეგ კი - ქმრის. ამავე დროს, ქალებს ორსულობისგან თავის დაცვა ეკრძალებათ, ამიტომაც საუდის არაბეთში ისინი მშობიარობას ადრეული ასაკიდან იწყებენ.
ქალებს, როგორც პედაგოგებად, ასევე მედდებად მუშაობა შეუძლიათ, თუმცა, სამუშაო ადგილებზე მათთვის ცალკე საპირფარეშო ოთახები დიდ პრობლემას წარმოადგენს, რის გმოც ისინი ხშირად სახლში რჩებიან.
მაღაზიებში, საზოგადოებრივ ადგილებში და სახლებშიც კი ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ - ცალკე შესასვლელი არსებობს, რათა ერთმანეთს შემთხვევით არ შეხვდნენ.
როგორც წესი, ქალებს ანდერძში არ იხსენიებენ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალიშვილი იქნება თუ ცოლი, მაგრამ მას ჰყავს მეურვე, რომელიც მასზე იზრუნებს, თუ გოგონა ცოლად უცხოელს გაჰყვა, მას უბრალოდ ოჯახიდან აგდებენ.
არაბ ქალებს სპორტით დაკავების უფლება მხოლოდ 2012 წლიდან მიეცათ. თუმცა, მათ ამისთვის ნებართვა მაინც ქმრისგან უნდა აიღონ, ხოლო ფიტნესით დაკავება მათ მხოლოდ იმ ადგილებში შეუძლიათ, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის არის გამოყოფილი.
ქალს სახლში საკუთარი მეგობრების მიღება შეუძლია, თუმცა, ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მის ვაჟსაც კი ეკრძალება, ხოლო აი, ქალი კი მამაკაცის იმ ოთახში მანამდე ვერ შევა, სანამ იქ უცხო პიროვნება იმყოფება.
|