რელიგია ინდოეთში მლოცველებმა რელიგიურ ფესტივალზე დანებით ფოსოებიდან თვალები ამოიგდეს 2020, 15 მარტი, 14:09 ![]() რელიგიაში გადავარდნა რომ არ ვარგა და რელიგიური ფანატიზმი რომ დამღუპველია, ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ინდოეთში, სადაც ერთ-ერთი საკულტო ფესტივალის მიმდინარეობისას მონაწილეებმა საკუთარი ხელით (უფრო სწორად, ხელში დაჭერილი დანებით) თვალები ამოითხარეს. ეს იმდენად აბსურდული და დაუჯერებელი ამბავია, რომ სიტყვებით მსგავსის გადმოცემაც კი რთულია და ჭირს. ათასობით ინდოელი მუსლიმი ორშაბათს ექვსდღიან ისტორიულ ფესტივალზე გაემგზავრა, რომელშიც დანები და ხმლები გამოიყენეს, რათა ბუდეებიდან საკუთარი თვალები ამოეყარათ. გარდა თვალების ბუდეებიდან გადმოცვენისა, ფესტივალის სტუმრებმა დიდი მავთულები გამოიყენეს, რათა ენები და ლოყები გაეხვრიტათ და ასე გასისხლიანებულ-გასიებული ენებით და ლოყებით, შიგნით მავთულგაყრილებს ევლოთ ქუჩებში. ფესტივალი ექვსდღიანი იყო, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გრძელდებოდა და ის სუფისტი წმინდანის, ხოჯა მოინუდინის ხსენებას ეძღვნებოდა. ღონისძიება სწორედ იმ დღეს ჩატარდა, როცა წმინდანი გარდაიცვალა. მქადაგებელი და ფილოსოფოსი ხოჯა მოინუდინი მე-13 საუკუნეში გარდაიცვალა. წელს მისი გარდაცვალებიდან რიგით 808-ე ფესტივალი გაიმართა. ![]() აღნიშნული ფესტივალი ყოველთვის აღინიშნება სიმღერით და ცეკვით და თან აუცილებლად ისლამური მთვარის კალენდრის მეშვიდე თვეში. ინდოელ მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ თვალების ფოსოებიდან ამოყრა და ლოყების და ენის გახვრეტა გარდაცვლილი წმინდანისადმი ერთგულების დასამტკიცებლად საუკეთესო საქციელია. მათი რწმენით, მსგავსი საქციელის ჩამდენი ამქვეყნად კურთხეული და დალოცვილი იქნება, ხოლო გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად სამოთხეში მოხვდება. 971 შეფასება არ არის
|