რელიგია კორონავირუსის საფრთხის გამო ეგრეთ წოდებული ბერი ნიკოლოზი თმას და წვერს დაემშვიდობა 2020, 2 მარტი, 2:31 ნარიმან მაქარაშვილმა, რომელსაც საკუთარი მხარდამჭერები “ღმერთ ნარიმანს” უწოდებენ და რომელიც საპატრიარქოს მიერ ოფიციალურად არის განკვეთილი (რის გამოც რეალურად არ წარმოადგენს სასულიერო პირს), საკუთარ ე. წ. მრევლთან მორიგი შეხვედრა მოაწყო. აღნიშნული შეხვედრის ამსახველ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ყოფილ სასულიერო პირს თმა და წვერი შეკრეჭილი აქვს. “მთელი მსოფლიო მოიცვა პანდემიამ და თქვენ რომ დაწერეთ ეპიდემიის გავრცელების გამო თმა და წვერი შევიკრიჭეო, მამაო, როგორ უნდა ვუშველოთ თავს?” – ეკითხება საკუთარი მიმდევარი ნარიმანს, რასაც მუდმივ მდუმარებაში მყოფი მაქარაშვილი როგორც ყოველთვის, მხოლოდ ჟესტიკულაციით და მისთვის დამახასიათებელი ღიმილით პასუხობს. 677 1-ს მოსწონს 1-ს არა
|