x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინდოეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით წვეულების სტუმრებს ძროხის ნეხვისგან დამზადებული ნამცხვრებით და შარდით გაუმასპინძლდებიან
კორონავირუსი


მაჰასაბჰა – იგივე ბიჭები, რომლებმაც განაცხადეს, რომ კორონავირუსი განრისხებული ინდური ღმერთის, ვიშნუს ბოროტი ავატარი იყო, რომელმაც ხორცისმჭამელი ადამიანების დასჯა გადაწყვიტა, ახლა ერთიანად იმ აზრზეა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კორონავირუსი ინდოეთში გავრცელდა, ის იყო, რომ ინდოელმა მინისტრებმა ქათმის ხორცი ერთ-ერთი საჯარო შეკრების დროს სახალხოდ შეჭამეს იმის სადემონსტრაციოდ, რათა ეჩვენებინათ, რომ ქათმებს Covid-19 არ სჭირდათ.


მაჰასაბჰაში მოუწოდებენ მინისტრებს, საჯაროდ მოუხადონ ბოდიში კორონავირუსს და განაცხადონ, რომ ქათმის ხორცს აღარ გაეკარებიან.


მათ ასევე განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ უებარ საშუალებას ფლობენ და ეს უებარი საშუალება ძროხის შარდი და ნეხვია.



“ზუსტად ისე, როგორც ჩაის ვსვამთ, მე გადავწყვიტე, ორგანიზება გავუკეთო გაუმუტრას, რომელზეც ვიტყვით, თუ რეალურად რას წარმოადგენს კორონავირუსი და გამოვიყენებთ ძროხის ექსკრემენტებს, რათა ადამიანები ვიხსნათ ეპიდემიისგან”, – განაცხადა ჩაკრაპანი მაჰარაჯამ, რომელიც მაჰასაბჰას ერთ-ერთი სულიერი ლიდერია.


წვეულება, რომელზეც სტუმრები ძროხის ნეხვისგან დამზადებული ბისკვიტებით მოიკლავენ შიმშილს, ხოლო წყურვილის დასაცხრობად ლიმონათის ნაცვლად ძროხის შარდს გამოიყენებენ, თავდაპირველად დელიში იგეგმება, ხოლო შემდეგ ეს იდეა მთელ ინდოეთს მოედება.


კორონავირუსი


“ნეხვის ბისკვიტების დაგემოვნების შემდეგ კორონავირუსი მაშინვე მოკვდება”, – განაცხადა ჩაკრაპანიმ. “ვეგეტარიანელებს ვირუსის არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა მათაც შეუძლიათ ბისკვიტების და შარდის დაგემოვნება”.


ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიოს ექიმები კორონავირუსთან საბრძოლველად ადამიანებს ხელების დაბანისა და ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.


ამასობაში პლანეტაზე Covid-19 უკვე დაუდგინეს 122 223 ადამიანს, საიდანაც 4392 გარდაიცვალა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

0
757
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0