სხვა დასახელდა კორონავირუსით პირველად დაინფიცირების თარიღი 2020, 14 მარტი, 15:34 დადგინდა ჩინეთში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევის აღმოჩენის თარიღი - იგი დაფიქსირდა 2019 წლის 17 ნოემბერს. ამის შესახებ იტყობინება South China Morning Post, სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით. ითვლება, რომ ხუბეის პროვინციის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი შეიძლება იყოს პირველი ადამიანი, რომელიც SARS-CoV-2 -ით დაინფიცირდა გასული წლის ნოემბერში. აღნიშნულია, რომ ამ პროვინციაში მთელი თვის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის ცხრა მატარებელი. ამავე დროს, მათ შორის ვერ დადგინდა „ნულოვანი პაციენტი“, რომლიდანაც დაიწყო პანდემიის გავრცელება. 15 დეკემბრისთვის პაციენტთა საერთო რაოდენობა 27 იყო, ხოლო 2020 წლის 1 იანვრისთვის - უკვე 381. ის ფაქტი, რომ ხუბეის პროვინციაში, კერძოდ ქალაქ უხანში, უცნობი წარმოშობის ვირუსი იწვევდა პნევმონიას, მხოლოდ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით 435 ადამიანი გარდაიცვალა, (მარტო იტალიაში 250) დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 10 907-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს, თავად ჩინეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს და მინიმუმამდეა დასული, (11 ახალი შემთხვევა, აქედან 7 ქვეყანაში გარედან არის შეტანილი). ასევე კლება შეინიშნება სამხრეთ კორეაში და იაპონიაში. საქართველოში დღეისთვის ინფიცირებულია 30 ადამიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძეს განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის წარმომავლობა ცნობილია. 1019 2-ს მოსწონს
|