x
image
alex999
Mediator image
კანადური კომპანია პენტაგონის დაფინანსებით : კორონავირუსის ვაქცინა მზადაა!

კანადურმა კომპანია Medicago- მა, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პენტაგონის მიერ, გამოაცხადა, რომ მათ შეიმუშავეს Covid-19 ვაქცინა და შეუძლიათ დაიწყონ თვეში 10 მილიონი ვაქცინის წარმოება, თუ ისინი თანხმობას მიიღებენ ამერიკის მედიკამენტებისა და კვების ადმინისტრაციისგან (FDA).


image





euronews -ის ინფორმაციით, Medicago– ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიუს კლარკმა, აღნიშნა რომ კორონავირუსის გენეტიკური კოდი სპეციალური მეთოდით იქნა მიღებული, რასაც 20 დღე დასჭირდა. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს ედიკამენტებისა და კვების ადმინისტრაციისგან თანხმობას მიიღებენ, ვაქციანს ოფიციალურად წარუდგენენ მთელ მსოფლიოს. გარდა ამისა, თვეში 10 მილიონი ვაქცინის დამზადება იქნება შესაძლებელი.


კლარკის განცხადებით, თუ ბიუროკრატიული დაბრკოლებები მოიხსნება, ვაქცინა ნოემბერში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.


image





ვაქცინის გამოგონების სხვა მცდელობები:

image


ისრაელში ერთ-ერთი კომპანია ეფექტურად მუშაობს კორონავირუსის ვაქცინაზე. მათი მეთოდი ძალიან ჰგავს კანადური Medicago-ს მეთოდს. ისრაელს თუ დავუჯერებთ, ვაქცინა ზაფხულამდე მზად იქნება!


აშშ-ს ეროვნული ალერგიისა და ინფექციური დაავადებების დირექტორის Dr. ანტონი ფაუიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაქცინა შეიძლება რამდენიმე კვირაში მზად იყოს ადამიაზე ტესტირებისთვის. ექიმმა კომპანიის სახელი არ დაასახელა.


ბელგიის ლეუვენის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით ვაქცინა გამოყენებულ იქნა თაგვებზე, რამაც დადებითი შედეგი მიიღო. ამ ეტაპზე ვაქცინის გამოყენება იგეგმება სხვა ცხოველებზე. რაც შეეხება ადამიანბზე გამოყენებას, სავარაუდო თარიღად 12-18 თვე სახელდება.

image

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ


image




სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში?

image




8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო - ეს უნდა იცოდეთ!

image




მიუხედავად ამდენი კატასტროფისა, ბუნება მაინც ინარჩუნებს შეუდარებელ სილამაზეს! (30 ფოტო)

image




17 ახალი კადრი, რომელიც აღფრთოვანებულს დაგტოვებთ

image




9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია!

image




კოსმოსში შავი ხვრელის ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა - ნასას ოფიციალური განცხადება

image




1
898
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
898
  
2020, 15 მარტი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1