კინო "მარტო სახლში"-ფილმის მთავარი გმირი სიკვდილის პირასაა. 2012, 8 აგვისტო, 21:48 როგორც დასავლური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მაკოლეი კალკინს 6 თვის სიცოცხლეღა თუ დარჩა.უპოპულარესი ფილმის მთავარი გმირი ამჟამად 31 წლისაა და სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.დიდი ხანია მასზე დადიოდა ხმები, რომ ნარკოტიკების რეკორდული მომხმარებელია.თან განა "მარიხუანის" ან "კოკაინის", არამედ "შემჯდარია" ჰეროინზე.აგრეთვე იღებს ტკივილგამაყუჩებელ "ოქსიკოდონს".დასახელებულია აგრეთვა თანხის ის რაოდენობა, რასაც მაკოლეი ნარკოტიკებში ხარჯავს ყოველთვიურად-6 000დოლარი. სხვათა შორის 10 წლის წინ ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა მისი ბიძაშვილი ჯენიფერი. ამავე მიზეზით, ამა წლის მარტში მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის ელია როზელოც დაიღუპა. 1083 6-ს მოსწონს
|