პროფილაქტიკა დასახელდა 3 სახეობის პროდუქტი, რომელიც თავის ტვინს ახალგაზრდობას უნარჩუნებს 2020, 13 მარტი, 9:53 გამომცემლობა Proceedings of the National Academy of Sciences-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომელშიც მეცნიერები, თავის ტვინის ახალგაზრდობის შესანარჩუნებელ, სასარგებლო პროდუქტებზე საუბრობენ.
კვლევის დროს, მეცნიერებმა ბიომარკერების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მათ ადამიანის ნეიროკოგნიტური და ფიზიოლოგიური პარამეტრების სრული აღრიცხვის შესაძლებლობას აძლევდა. საკვანძო მაჩვენებელი კი, თავის მხრივ, ტვინის ნეიროქსელის მუდმივობის ფაქტორი იყო. როგორც გაირკვა, ტვინის დაბერების ბიომარკერი პირდაპირ კავშირშია ტვინის მეტაბოლიზმთან, ანუ მის კვებასთან. მაგ., კეტონები* ამ პროცესის სტაბილურობას აძლიერებს, ხოლო გლუკოზა პირიქით, – ამცირებს. «ასაკთან ერთად, ტვინს გლუკოზის ათვისება უჭირს, რაც ნეირონების შიმშილს იწვევს. ამიტომ, ტვინისთვის უფრო ეფექტური «საწვავი» კეტონებია, რომელიც თავის ტვინს, უფრო მეტი ენერგიით უზრუნველყოფს», — აცხადებენ მეცნიერები.კეტონები* – ჩვენი უჯრედების ცხოველმოქმეტების შედეგია, რომელიც ცხიმების ენერგიად გარდაქმნის პროცესში მიიღება. ჩვეულებრივ, ჩვენი ორგანიზმი საჭირო ენერგიას, საკვებში არსებული, ნახშირწყლებიდან იღებს. მაგრამ, თუ ნახშირწყლები არასაკმარისი რაოდენობის არის, ხოლო ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება, მაშინ ის, ორგანიზმში არსებული ცხიმის და ცილის მარაგიდან, კეტონების წარმოებას იწყება. კეტონები იწარმოება ცხიმების და ცილების შემცველი პროდუქტებიდანაც და სწორედ ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება ზემოთ დასახელებული პროდუქტები. და ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზმში ნახშირწყლების დეფიციტის შემთხვევაში, არსებული ცხიმების მარაგის წვა იწყება. ჩვენი ორგანიზმის ეს თვისება საფუძვლად დაედო კეტო (კეტოგენურ) დიეტას. მაგრამ, რაციონიდან ნახშირწყლებს** (გლუკოზის წყარო) შემცველი პროდუქტების, სრულად ამოღება რეკომენდებული არ არის, რადგან მუდმივად კეტოზის მდგომარეობაში ყოფნამ, შეიძლება, დიაბეტური კეტოაციდოზი გამოიწვიოს. ნახშირწყლები** ორგვარია – მარტივი და რთული. მარტივ ნახშირწყლებს «სწრაფ» ნახშირწყლებსაც ეძახიან, რადგან მისი ათვისება სწრაფად ხდება. ხოლო, რთული ნახშირწყლების ათვისება ნელა ხდება და შესაბამისდ, – «ნელ» ნახშირწყლებს უწოდებენ. ასეთ ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით შეიცავს: ყველა სახის ბოსტნეული (გოგრის და კარტოფილის გარდა), კენკრა, ციტრუსები, გარგარი, ვაშლი და მსხალი, პარკოსნები, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და პერლოვკა. ხოლო, მარტივი ნახშირწყლების წყარი შემდეგი პროდუქტებია: თეთრი პური, შაქარი, თეთრი ბრინჯი, სიმინდი, თხილეული, ხილის წვენ, ნამცხვრები და ცომეული, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, გოგრა, საზამთრო, ნესვი, ბანანი, ანანასი და ჩირი. არხის სხვა სიახლეები:1. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს 4. კარე–კასკადი – წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ტრენდი და ვარიანტები 5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა 6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 273 2-ს მოსწონს
|